NBA. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ექვსი სამქულიანი კარიერაში

AutoSharing Option
ოტო პორტერმა 25 ქულა დააგროვა და კარიერაში პირველად ჩააგდო ექვსი სამქულიანი, "ვაშინგტონმა" კი გააგრძელა საშინაო მოგებათა სერია, რომელიც 13 მატჩს უდრის. დედაქალაქელებს ზედიზედ სამი მოგება აქვთ, ბოლო შვიდ მატჩში კი ექვსჯერ გაიმარჯვეს.

* * *
"ინდიანამ" 22-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და შეძლო "საკრამენტოს" სტუმრად დამარცხება. "პეისერსის" ქამბექს იმანაც შეუწყო ხელი, რომ მესამე მეოთხედში აქილევსის მყესი დაიზიანა რუდი გეიმ და ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება. "კინგზის" ერთ-ერთ ლიდერს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და დიაგნოზი ხვალ გახდება ცნობილი.

* * *
კრიზისში მყოფმა "ნიუ იორკმა"
მხოლოდ მესამე მატჩი მოიგო იანვარში. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი დერიკ როუზმა შეიტანა, რომელმაც თავისი 30 ქულიდან 12 მეოთხე მეოთხედში დააგროვა. აღსანიშავია, რომ როუზი პირველადაა თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მას შემდეგ, რაც "ნიუ იორკის" კალათბურთელი გახდა.

* * *
სულ უფრო რთული ხდება "ფილადელფიას" შეჩერება. ამ გუნდმა ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ და ბოლო ცხრაში მეშვიდედ მოიგო. "ტორონტოსთან" გამარჯვება თამაშის ბოლოს 7:0 გაქცევამ განაპირობა და ამ შვიდი ქულიდან ოთხი ტი ჯეი მაკონელის ანგარიშზე იყო. "სიქსერზმა" შეწყვიტა "რეპტორზთან" 14-მატჩიანი წაგებათა სერია, რომელიც 2013 წლის იანვრიდან იღებდა სათავეს.

* * *
"შარლოტმა" "პორტლენდის" დამარცხებით, შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. რაც მთავარია, ამ გუნდმა პირველად ბოლო რვა შეხვედრაში, მეტოქეს 100 ან მეტი ქულა არ ჩააგდებინა.

* * *
"ნიუ ორლეანის" ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა, რამაც გუნდს "ორლანდოზე" 20-ქულიანი უპიტარესობა მოუტანა. გარდა ამისა, ამ მატჩში დაგროვებული 118 ქულა, ამ სეზონში შედეგიანობის რეკორდია "პელიკანსისთვის".

* * *
"მილუოკიმ" მეოთხე მეოთხედის პირველ წუთებში შვიდ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ამას მოჰყვა "ჰიუსტონის" ზედიზედ ოთხი უპასუხო სამქულიანი და ანგარიში 19 ქულამდე გაიზარდა. ჯეიმს ჰარდენმა, ამჯერად, სამმაგი დუბლი ვერ შეასრულა, მაგრამ 38 ქულა და რვა პასი მიითვალა.

* * *
"დეტროიტმა" პრაქტიკულად პირველ მეოთხედში გადაწყვიტა "ატლანტასთან" მატჩის ბედი, როცა საწყისი 12 წუთი 24 ქულის სხვაობით მოიგო.

ფილადელფია-ტორონტო 94:89
25:21, 21:23, 22:21, 26:24
ფ: ემბიდი (26), ილიასოვა (18), მაკონელი (10+8 პასი), კოვინგტონი (10).
ტ: დეროზანი (25+6 პასი), ლაური (24+5 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (10+16 მოხსნა).

ვაშინგტონი-მემფისი 104:101
30:24, 36:27, 17:26, 21:24
ვ: უოლი (25+13 პასი), პორტერი (25), მორისი (17+12 მოხსნა), ბილი (12), გორტატი (7+11 მოხსნა).
მ: მ. გასოლი (28+7 პასი), კონლი (20+6 პასი), გრინი (15+13 მოხსნა), კარტერი (12).

შარლოტი-პორტლენდი 107:85
23:26, 31:20, 25:26, 28:13
შ: უოკერი (23), ბატუმი (17+7 პასი), ჰიბერტი (16), ბელინელი (13), კამინსკი (11), ზელერი (6+10 მოხსნა).
პ: ლილარდი (21+6 პასი), მაკალუმი (18), პლამლი (8+10 მოხსნა).

ბოსტონი-ნიუ იორკი 106:117
34:31, 20:32, 29:25, 23:29
ბ: ტომასი (39), კრაუდერი (21), ბრაუნი (12), ჯონსონი (10), ჰორფორდი (5+10 პასი).
ნ-ი: როუზი (30+10 მოხსნა), კუზმინსკასი (17), ერნანგომესი (17+11 მოხსნა), ენტონი (13), ჰოლიდეი (13), ჯენინგსი (11).

ნ. ორლეანი-ორლანდო 118:98
32:29, 33:23, 27:21, 26:25
ნ-ო: დევისი (21+14 მოხსნა), ჰელოუეი (18), ევანსი (18), ჰოლიდეი (14+5 ჩაჭრა), კანინგემი (14), ჰილდი (10).
ო: პეიტონი (14), გორდონი (14), გრინი (13), იბაკა (11+5 დაფარება), ვუჩევიჩი (10), ოგასტინი (10).

ჰიუსტონი-მილუოკი 111:92
22:27, 30:12, 27:26, 32:27
ჰ: ჰარდენი (38+8 პასი), გორდონი (25), ბევერლი (12), ჰარელი (12+5 დაფარება).
მ: ანტენტოკუნმპო (32+11 მოხსნა+6 პასი), პარკერი (15), ბიზლი (14+8 მოხსნა).

დეტროიტი-ატლანტა 118:95
42:18, 27:27, 25:23, 24:27
დ: ჯექსონი (26), ჰარისი (19), ბულოკი (15), მორისი (14+10 მოხსნა+7 პასი), დრამონდი (13+17 მოხსნა), ბეინსი (12).
ა: მილსეპი (21), შრიოდერი (13+6 პასი), ჰემფრიზი (13), ბეიზმორი (10), ჰარდუეი (10), პრინსი (10).

საკრამენტო-ინდიანა 100:106
34:21, 26:20, 19:30, 21:35
ს: კაზინსი (25+12 მოხსნა+10 პასი), გეი (21), კოლისონი (11+9 პასი), კუფოსი (11).
ი: ჯორჯი (23), ტიგი (22+11 პასი), ჯეფერსონი (20), ტერნერი (16).

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 121:100
30:31, 26:25, 37:22, 28:22
გ-ს: დურანტი (40+12 მოხსნა), კარი (24+8 პასი), ტომპსონი (14), გრინი (12+10 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (27+15 მოხსნა+13 პასი), კანტერი (22), ოლადიპო (20).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული