NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამმაგი დუბლების დიდოსტატი

AutoSharing Option
"ჰიუსტონის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა "მაიამისთან" მატჩში მე-13 სამმაგი დუბლი შეასრულა მიმდინარე სეზონში. ეს იყო მეოთხე ტრიპლ-დაბლი ჰარდენისთვის +40 ქულით. ასეთი სამმაგი დუბლების სარეკორდო რაოდენობა (ხუთი) 1963-64 წლების სეზონში ოსკარ რობერტსონს ჰქონდა.

* * *
"სან ანტონიოს" ლიდერი კავაი ლეონარდი ზედიზედ მეოთხე მატჩია აგროვებს 30 ქულაზე მეტს. ფორვარდისთვის ეს არის მე-12 ასეთი მატჩი, არადა, წინა ხუთ სეზონში ჯამში მხოლოდ ოთხი 30-ქულიანი შეხვედრა დაუგროვდა. "სან ანტონიოს" ბოლო მოთამაშე, ვინც ზედიზედ ოთხ მატჩში დააგროვა +30 ქულა, მიყო 2003-04 წლების სეზონში.

"სპურსი" შვიდი ქულით
აგებდა მეოთხე მეოთხედში, მაგრამ ბოლოს 20:2 გაქცევა მოაწყო და მაინც მოახერხა "მინესოტას" დამარცხება.

* * *
"ტორონტოს" შემტევმა მცველმა დემარ დეროზანმა "ბრუკლინთან" მატჩში 36 ქულით გამოიჩინა თავი. დეროზანისთვის ეს არის ამ სეზონში მე-20 მატჩი, რომელშიც 30 ქულაზე მეტს აგროვებს. კანადური კლუბის ისტორიაში მსგავსი მიღწევა მხოლოდ ვინს კარტერს ჰქონია.

დეროზანის გარდა, "ტორონტოს" რიგებში 30 ქულაზე მეტის დაგროვება შეძლო მცველმა კორი ჯოზეფმა (33 ქულა). კანადელისთვის ეს იყო შედეგიანობის პირადი რეკორდის გაუმჯობესება.

"ბრუკლინმა" ზედიზედ მე-11 მატჩი წააგო.

* * *
მოულოდნელი გამოცოცხლება აქვს "დალასს". ცოტა ხნის წინ, ლიგის მთავარმა აუთსაიდერმა სტუმრად დაამარცხა "ჩიკაგო" და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

* * *
"დენვერის" ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა და მათ საკუთარ გუნდს ზედიზედ მეშვიდედ მოაგებინეს სტუმრად "ლეიკერსის" წინააღმდეგ.

ბრუკლინი-ტორონტო 109:119
29:26, 32:32, 24:34, 24:27
ბ: ლოპესი (28+8 მოხსნა), ლევერტი (14), ჰოლის-ჯეფერსონი (14+8 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (11).
ტ: დეროზანი (36+11 მოხსნა+6 პასი), ჯოზეფი (33), როსი (15), ვალანჩუნასი (7+10 მოხსნა).

მაიამი-ჰიუსტონი 109:103
27:32, 26:21, 26:26, 30:24
მ: დრაგიჩი (21+8 მოხსნა+8 პასი), ელინგტონი (18), უეიტერსი (17), ტ. ჯონსონი (16), ჯ. ჯონსონი (15+8 მოხსნა+6 პასი), უაიტსაიდი (14+15 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (40+12 მოხსნა+10 პასი), ჰარელი (13), ბევერლი (12+7 მოხსნა), არიზა (11+8 მოხსნა).

ჩიკაგო-დალასი 98:99
28:24, 19:30, 27:22, 24:23
ჩ: ბატლერი (24+9 მოხსნა+12 პასი), ლოპესი (21), უეიდი (17), კარტერ-უილიამსი (10).
დ: ბარნსი (20), სეტ კარი (18), ბარეა (12+6 პასი), უილიამსი (11+9 პასი), მეტიუზი (11), ნოვიცკი (10+10 მოხსნა).

სან ანტონიო-მინესოტა 122:114
30:30, 37:41, 25:19, 30:24
ს-ა: ლენარდი (34+7 მოხსნა), ოლდრიჯი (29), პარკერი (14), მილზი (11).
მ: თაუნსი (27+16 მოხსნა), რუბიო (21+14 პასი), ლავინი (18), ჯენგი (17+4 დაფარება), მუჰამადი (15), უიგინსი (10).

ლეიკერსი-დენვერი 121:127
26:40, 28:26, 30:35, 37:26
ლ: უილიამსი (24+7 პასი), იანგი (22), კლარკსონი (19), ინგრემი (15), ბლეკი (14+8 მოხსნა), ზუბაცი (11+13 მოხსნა).
დ: იოკიჩი (29+15 მოხსნა), ბარტონი (26+8 პასი), ფარიდი (20+7 მოხსნა), მუდიაი (14+6 პასი), გალინარი (14+6 პასი), ჩენდლერი (14+4 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს თუ დიდოსტატია ვესტბრუკი მაშინ ღმერთია... ისე კი ფუჭია ტრიპლ დაბლების ფასი როცა თამაშს აგებ...
Lasha
03:24 19-01-2017
0

სიახლეები პოპულარული