NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის იუბილე

AutoSharing Option
"ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა სეზონში მე-20 სამმაგი დუბლი შეასრულა. "თანდერი" მორიგ შეხვედრაში "საკრამენტოს" სტუმრობდა და 122:118 მოიგო. უესტბრუკის მონაგარი იყო - 36 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი.

ერთ სეზონში 20 სამმაგი დუბლი მხოლოდ ორ კალათბურთელს შეუსრულებია: ოსკარ რობერტსონს (ხუთი ასეთი სეზონი) და უილტ ჩემბერლენს (ორჯერ).

გარდა ამისა, უესტბრუკს მე-20 სამმაგი დუბლი ჰქონდა კარიერაში +30 ქულით. ამ მაჩვენებლით, ის გაუთანაბრდა ლებრონ ჯეიმსს.

მიმდინარე სეზონში უესტბრუკს 11 ტრიპლ-დაბლი აქვს +30 ქულით, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 1985 წლიდან მოყოლებული. 1988-89 წლების სეზონში,
10-ჯერ ჰქონდა ასეთი სამმაგი დუბლი მაიკლ ჯორდანს.

დაბოლოს, უესტბრუკმა კარიერაში 57-ე სამმაგი დუბლი შეასრულა, რაც ორით ნაკლებია ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ ლარი ბერდზე.

სხვა მატჩები
- 22 ქულით, 11 პასითა და 11 მოხსნით, "ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა სეზონში მე-12 სამმაგი დუბლი შეასრულა. რაც მთავარია, "როკეტსმა" შეძლო "ნიუ ჯერსის" დამარცხება და ორმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა. ჰარდენს მხარი აუბეს ტრევორ არიზამ და ერიკ გორდონმა, რომლებმაც, შესაბამისად, ექვსი და ოთხი სამქულიანი ჩააგდეს.

- "ჩიკაგოს" რეზერვისტმა დუგ მაკდერმოტმა 31 ქულა დააგროვა "მემფისის" წინააღმდეგ. მანვე საფინალო სირენამდე 6.6 წამით ადრე, ორი საჯარიმო მოათავსა კალათში და ამით გამარჯვება მოუტანა "ბულზს". არადა, მანამდე, მაკდერმოტი საშუალოდ 9.7 ქულას აგროვებდა მატჩში, ბოლო ოთხ შეხვედრაში კი 31-დან მხოლოდ 7 ბურთი ჰქონდა ჩაგდებული და ჯამში 21 ქულა დაგროვებული.

- ტობიამ ჰარისისა და მარკუს მორისის 23-23 ქულით, აგრეთვე ანდრე დრამონდის ორმაგი დუბლით (15+17 მოხსნა), "დეტროიტმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია, აგრეთვე, პირველად მოიგო "ლეიკერსის" მოედანზე ბოლო ექვს მატჩში.

- "დალასის" ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა და მათი მონდომებით, "მავერიქსმა" შეწყვიტა "მინესოტას" სამმატჩიანი მოგებათა სერია.

- "ტორონტომ" 27:8 გაანადგურა მესამე მეოთხედში "ნიუ იორკი" და მეოთხე მეოთხედში 20:29 წაგების მიუხედავად, 15-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

ტორონტო-ნიუ იორკი 116:101
27:26, 42:28, 27:8, 20:39
ტ: დეროზანი (23), პაუელი (21), კეროლი (20), ლაური (16+9 პასი), ვალანჩუნასი (12+16 მოხსნა), როსი (12).
ნ-ი: ენტონი (18), ჰოლიდეი (17), როუზი (16), ერნანგომესი (8+13 მოხსნა).

ატლანტა-მილუოკი 111:98
36:36, 24:17, 28:30, 23:15
ა: ბეიზმორი (24), დანლივი (20), მილსეპი (18+8 მოხსნა), ჰოვარდი (16+14 მოხსნა), სეფოლოშა (10).
მ: ანტენტოკუნმპო (33+8 მოხსნა+6 პასი), მონრო (13), ბროგდონი (12), ბიზლი (11), პარკერი (8+10 მოხსნა+9 პასი).

დალასი-მინესოტა 98:87
27:25, 29:22, 23:23, 19:17
დ: მეტიუზი (19+7 მოხსნა), ნოვიცკი (17), ბარეა (15), უილიამსი (13+10 პასი), ბარნსი (13), ჰარისი (10).
მ: ჯენგი (21+8 მოხსნა), უიგინსი (19+8 მოხსნა),თაუნსი (18+9 მოხსნა), ლავინი (11), ბიელიცა (10), რუბიო (8+10 პასი).

ბრუკლინი-ჰიუსტონი 112:137
36:37, 30:37, 24:30, 22:33
ბ: ბუკერი (18), ჰოლის-ჯეფერსონი (14+7 მოხსნა), ფოიე (13), ჰარისი (12), ჰემილტონი (11).
ჰ: გორდონი (24), არიზა (23+8 მოხსნა), ჰარდენი (22+11 მოხსნა+11 პასი), ბევერლი (16+7 მოხსნა+6 პასი), ჰარელი (16+7 მოხსნა), ანდერსონი (12+7 მოხსნა).

საკრამენტო-ოკლაჰომა 118:122
23:28, 23:31, 33:29, 39:34
ს: კაზინსი (31+11 მოხსნა+7 პასი), გეი (22+10 მოხსნა), კოლისონი (21), ტოლივერი (10).
ო: უესტბრუკი (36+11 მოხსნა+10 პასი), კანტერი (29+12 მოხსნა), ოლადიპო (23), აბრინესი (13).

მემფისი-ჩიკაგო 104:108
19:14, 27:38, 31:26, 27:30
მ: კონლი (28+8 პასი), მარკ გასოლი (24+11 მოხსნა), რენდოლფი (15+16 მოხსნა), გრინი (14), კარტერი (10).
ჩ: მაკდერმოტი (31), გიბსონი (18+8 მოხსნა), ბატლერი (16+8 მოხსნა+6 პასი), კარტერ-უილიამსი (14+7 მოხსნა), ლოპესი (12+7 მოხსნა).

ლეიკერსი-დეტროიტი 97:102
31:23, 26:36, 15:16, 25:27
ლ: უილიამსი (26), რასელი (20+7 მოხსნა), კლარკსონი (16), რენდლი (2+10 მოხსნა).
დ: ჰარისი (23+7 მოხსნა), მორისი (23+9 მოხსნა), ჯექსონი (16), დრამონდი (15+17 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული