ეს ზაზაა! - ფაჩულიას "კაშკაშა" მომენტები "გოლდენ სტეიტში" [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენი დროით 17 იანვარს, დილის 08:59 საათზე, NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე ხმის მიცემა დასრულდება. შეგახსენებთ, რომ მეორე შუალედური შედეგებით "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში 823 376 ხმით მეორე ადგილზე იმყოფება.

- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!

19 იანვარს საბოლოოდ გამოქვეყნდება შედეგები, სადაც ორივე კონფერენციის სასტარტო ხუთეულები იქნებიან წარმოდგენილები.

შეიძლება ფაჩულიას იმდენად არ გამოსდის ჩატენვები, როგორც ეს მოსწონს მაყურებელს, სამაგიეროდ, ზაზამ იცის ლამაზი თამაში და ეს არაერთხელ დაამტკიცა. ჩვენ თვალი გადავავლეთ "გოლდენ სტეიტში" ქართველი ცენტრის
თამაშს მიმდინარე სეზონის მანძილზე და საუკეთესო მომენტები ამოვკრიბეთ.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "გოლდენ სტეიტში"
Sportall.Ge

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 1 /
sasacilo narodi vart raa))) kashkashaaaa......)))
halagaji
09:01 17-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული