აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებში მატებაა

AutoSharing Option
2014 წლის იანვარში, ამერიკის კალათბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა მოთამაშეთა სია, რომელთაგანაც უნდა შემდგარიყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისა და 2016 წლის ოლიმპიადის გუნდის ბირთვი.

ახლა, აშშ-ის გუნდს წინ აქვს სამდღიანი შეკრება (11-13 აგვისტო) ლას ვეგასში, რომელზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ შვიდი ახალი კალათბურთელი გამოიძახა.

ნაკრებში დამკვიდრების შანსი მიიღეს: ჯიმი ბატლერმა ("ჩიკაგო"), მაიკ კონლიმ ("მემფისი"), დრეიმონდ გრინმა, ჰარისონ ბარნსმა ("გოლდენ სტეიტი"), ტობიას ჰარისმა, ვიქტორ ოლადიპომ (ორივე - "ორლანდო") და ტრეი ბერკმა ("იუტა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული