ლიტვას კიდევ სამი დააკლდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ლიტვის ნაკრებმა კიდევ სამი დანაკლისი განიცადა. კერძოდ, ბალტიისპირელთა რიგებში ვერ ითამაშებენ ძმები - კშიშტოფ და დარიუშ ლავრინოვიჩები და არტურას იომანტასი. სამივეს გასული სეზონის მსვლელობისას ტრავმები ჰქონდათ და ამის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება გადაწყვიტეს.

ამ მომენტისთვის ლიტვის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: გედრიუს გუსტასი, მანტას კალნიეტისი, მარტინას გეჩიავიჩუსი, ტომას დელინინკაიტისი, მარტინას პოჩიუსი, მინდაუგას ლუკაუსკისი, რენალდას სეიბუტისი, სიმას იასაიტისი, იონას მაჩიულისი, ლინას კლეიზა, პაულიუს იანკუნასი, მინდაუგას კატელინასი, ტადას კლიმავიჩუსი, დანატსა მოტეიუნასი, მარტინას ანდრიუშკევიჩუსი, რობერტას იავტოკასი.
ამ კვირას ლიტვა ჩინეთში მიემგზავრება
შეკრებაზე. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ეს გუნდი D ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ლიბანი, საფრანგეთი, ესპანეთი, კანადა და ახალი ზელანდია იქნებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული