მსოფლიოს ჩემპიონატი 2014: დღეს წილისყრაა

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სპეციალური მიწვევა მიიღეს. ესენი არიან: ფინეთი, ბრაზილია, საბერძნეთი და თურქეთი.

ასე რომ, გაირკვა ტურნირის მონაწილეების სრული სია - პლანეტს პირველობაზე 24 გუნდი გამოვა: ესპანეთი (მასპინძელი), აშშ (მოქმედი ჩემპიონი), საბერძნეთი, ლიტვა, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სერბეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, პუერტო რიკო, ანგოლა, ეგვიპტე, სენეგალი, ფილიპინები, ირანი, კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

დღეს ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება, გუშინ კი FIBA-მ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა წილისყრისთვის
საჭირო კალათების შემადგენლობა:

I კალათი: არგენტინა, ლიტვა, ესპანეთი, აშშ
II კალათი: ანგოლა, ეგვიპტე, სენეგალი, ფინეთი
III კალათი: ირანი, კორეა, ფილიპინები, ახ. ზელანდია
IV კალათი: ხორვატია, სერბეთი, სლოვენია, უკრაინა
V კალათი: ბრაზილია, დომინიკა, მექსიკა, პუერტო რიკო
VI კალათი: ავსტრალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული