ვინ წავა ოლიმპიადაზე?

AutoSharing Option

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის სქემა შეიმუშავა. შერჩევა ორეტაპიანი იქნება - თავიდან 2011 წლის საკონტინენტო ჩემპიონატები, შემდეგ საკონტინენტთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირი. გარდა ამისა, ერთ საგზურს ავტომატურად მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი მიიღებს.
წარმომადგენლობა ოლიმპიადაზე:

მსოფლიოს ჩემპიონატი (2010) - 1
ევროპის ჩემპიონატი (2011) - 2
ამერიკის ჩემპიონატი (2011) - 2
აზიის ჩემპიონატი (2011) - 1
აფრიკის ჩემპიონატი (2011) - 1
ოკეანეთის ჩემპიონატი (2011) - 1
საკვალიფიკაციო ტურნირი (2012) - 4
სულ

- 12

საკვალიფიკაციო ტურნირის შემადგენლობა:
ევროპა - 4
ამერიკა - 3
აზია - 2
აფრიკა - 2
ოკეანეთი - 1
სულ - 12

ჯერჯერობით გაურკვეველია ერთი საკითხი: პირდაპირ დაუშვებენ თუ არა ოლიმპიადაზე მასპინძელ ბრიტანეთს? FIBA საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებს.

ამ სქემის მიხედვით გამოდის, რომ ლონდონში მოსახვედრად საგაისო ევრობასკეტზე ფინალში გასვლა იქნება საჭირო. მაგრამ ოლიმპიადაზე, შესაძლოა, მესამე ადგილზე გასული გუნდიც მოხვდეს - ეს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატს ევროპული გუნდი მოიგებს, რომელიც შემდეგ 2011 წლის ევრობასკეტზე ფინალში გავა.

რაც შეეხება საკონტინენტთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირს, იქ მოსახვედრად ევრობასკეტზე მეშვიდე ადგილიც იქნება საკმარისი (თუ უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ბრიტანეთს არ დაუშვებენ საშინაო ოლიმპიადაზე), მაგრამ, შესაძლოა, მეექვსე ადგილიც ვერ გაემგზავროს ლონდონში (თუ მსოფლიო ჩემპიონატს აშშ მოიგებს, ხოლო ბრიტანეთს ოლიმპიადაზე ავტომატურად დაუშვებენ). ასეა თუ ისე, ის მაინც ცნობილია, რომ გუნდი, რომელიც გაისად ლიტვაში მეოთხედფინალში ვერ გავა, ოლიმპიადაზე თამაშს უნდა დაემშვიდობოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული