ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს 2015 წელს უკრაინა უმასპინძლებს

AutoSharing Option
უკრაინამ ევროპის 2015 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა.  FIBA Europe-ს ეს გადაწყვეტილება კვირას მიუნხენში ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ოლაფურ რაფნსონმა გაახმიანა.

მანამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ხორვატიის საკალათბურთო ასოციაციებმა ევრობასკეტ-2015-ის მასპინძლობაზე საკუთარი ერთობლივი განაცხადის უარყოფა გადაწყვიტეს, რადგან საკონკურსო პროცედურის გარკვეული დეტალებით უკმაყოფილონი იყვნენ.

უკრაინის ვიცეპრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბორის კოლესნიკოვი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული