ბომბარდირთა სიაში დირკზე წინ მხოლოდ გალისია

AutoSharing Option
ევრობასკეტზე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, ბუნდესნაკრების ლიდერი დირკ ნოვიცკი ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა.

ამ მომენტისთვის "დალას მავერიქსის" ვარსკვლავის მონაგარი 938 ქულას შეადგენს, რაც ისტორიაში მეორე შედეგია. ლიდერი კვლავინდებურად ლეგენდარული ბერძენი ნიკოლას გალისია - 1004 ქულა.

ნოვიცკიმ ბომბარდირთა სიაში გაუსწრო ისრაელელ მიკი ბერკოვიჩს, რომლის ანგარიშზე 935 ქულა მოდის.

* * *
გუშინ, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ვენსან კოლემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა გუნდმა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე
დაკარგა. თურქეთთან მატჩში მიკაელ ჟელაბალემ მარჯვენა ფეხი დაიზიანა და მეორე ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრას გამოტოვებს.

"ჟელაბალე ნამდვილად არ ითამაშებს ესპანეთისა და ლიტვის წინააღმდეგ. იმედია, მეოთხედფინალისთვის ის მწყობრში იქნება", - განაცხადა კოლემ.

ევრობასკეტზე მიკაელი საშუალოდ 25 წუთს თამაშობს და 9.3 ქულასა და 2.5 მოხსნას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული