ფიბა არაფერს თმობს - ევროლიგასთან კომპრომისი არ იქნება

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ არად ჩააგდო ევროლიგის მოთხოვნა და უარი განაცხადა კლუბებისა და ევროპის ეროვნული ფედერაციების მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმებაზე.

ამის შესახებ ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ევროლიგამ ფიბას მიმართა წინადადებით - შეიქმნას სტაბილური, მრავალწლიანი სტრუქტურა, რომელიც ურთიერთნდობაზე იქნება დაფუძნებული, მოხდეს ფიბა-სა და ევროლიგის ინტეგრაცია ახალი მართვისა და სტრუქტურის საფუძველზე, ამასთან, გაუქმდეს სანქციები, რომელიც საერთაშორისო ფედერაციამ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებს დაუწესა. ორგანიზაციები აგრძელებენ მოლაპარაკებებს, მაგრამ კონსენსუსამდე ვერ მიდიან.

"ევროლიგის წარმომადგენლების მხრიდან კონსტრუქციული მიდგომის მიუხედავად, მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებამდე მისვლა კლუბების რაოდენობაზე, რომლებიც
მონაწილეობას მიიღებენ მთავარ ევროპულ ტურნირში. ფიბამ უარი თქვა სანქციების გაუქმებაზე, რომელიც, ამჟამად, ევროპულ კლუბებსა და ნაკრებებს აქვთ მიღებული", - წერია ევროლიგის პრესრელიზში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული