"კანტუს" ხმაურიანი ტრანსფერი

AutoSharing Option
იტალიურმა კლუბმა "კანტუმ" ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. გუნდის ხელმძღვანელობამ დაადასტურა 35 წლის მეტა უორლდ პისთან კონტრაქტის გაფორმება. ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. გარიგების დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

წლევანდელი სეზონი პირველი გახდა უორლდ პისისთვის, რომელიც მან ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიღმა ჩაატარა. "კანტუმდე" ის ჩინურ კლუბ "სიჩუანში" თამაშობდა.

NBA-ში უორლდ პისმა, რომელიც ადრე რონ არტესტის სახელით გამოდიოდა, 15 სეზონი გაატარა. ის თამაშობდა "ჩიკაგოს", "ინდიანას", "საკრამენტოს", "ჰიუსტონის", "ლეიკერსისა" და "ნიუ იორკის" შემადგენლობაში. 2010 წელს "ლეიკერსთან" ერთად ჩემპიონი გახდა, 2004 წელს კი "ყველა ვარსკვლავის
მატჩზე" მიიწვიეს და სეზონის საუკეთესო დამცველად დაასახელეს.

აღვნიშნავთ, რომ ამ მომენტისთვის "კანტუ" მეცხრე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული