სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" ფორვარდი აეროპორტში დააკავეს

AutoSharing Option
კანონთან პრობლემები აქვს სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" ფორვარდ მაიკ ბატისტს. ეს კალათბურთელი ათენის აეროპორტში აიყვანეს, სადაც თურქული კლუბი ევროლიგის მატჩში "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ სათამაშოდ ჩავიდა.

ბერძნული მთავრობა ბატისტს 200 ათასი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ედავება.

დავამატებთ, რომ ბატისტმა "პანათინაიკოსის" შემადგენლობაში ცხრა სეზონი გაატარა და 7 დეკემბერს გასამართი მატჩის წინ, უნდა გამართულიყო საზეიმო ცერემონია, რომელზეც სათანადოდ დააფასებდნენ მაიკის ღვაწლს ბერძნული გრანდის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ ბატისტი "ფენერბაჰჩეს" მეორე კალათბურთელია, რომელიც ევროლიგის მიმდინარე გათამაშებისას დააპატიმრეს.

მანამდე რომეინ სატომ ერთი ღამე გაატარა სლოვენიის ციხეში მას შემდეგ, რაც
იქაურმა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ კალათბურთელი ყალბი პასპორტით ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული