რუსეთის ნაკრები დევიდ ბლატის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა უარი თქვა რუსეთის კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებაზე და დატოვა თავისი პოსტი.

როგორც რუსული პრესა წერს, 53 წლის ამერიკელი სპეციალისტის წასვლის მიზეზად დაღლილობა გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის დევიდ ბლატს.

ამ მწვრთნელმა რუსეთის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა. 2007 წელს გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა შემდეგი რამდენიმე წელი სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

2010 წელს ბლატმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების დატოვება სურს, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადააფიქრებინა ამის გაკეთება.

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე რუსეთის
ნაკრებმა ბლატის ხელმძღვანელობით ბრინჯაოს მედალი მოიგო, 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე კი, გუნდმა ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ ესპანეთთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი არგენტინა დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული