ლიტვამ კაპიტანი დაკარგა

AutoSharing Option
ოლიმპიადის წინ ლიტვის საკალათბურთო ნაკრებმა სერიოზული დანაკლისი განიცადა. ლონდონში თამაშს ვერ შეძლებს ამ გუნდის კაპიტანი რობერტას იავტოკასი.

კალათბურთელმა ტრავმა ვენესუელაში, საკვალიფიკაციო ტურნირის დროს მიიღო, სადაც ლიტვამ ბრიტანეთის დედაქალაქში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტრავმის მიუხედავად, იავტოკასი აგრძელებდა მოედანზე გასვლას, მაგრამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ექიმებმა მას თამაში აუკრძალეს. სრულ გამოჯანმრთელებამდე 32 წლის იავტოკასს ცხრაკვირიანი მკურნალობა მოუწევს. მას საოლიმპიადო განაცხადში რიგის ვეფ-ის ცენტრი ანტანას კავალიაუსკასი შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე ლიტვა A ჯგუფში აშშ-ის, არგენტინის, საფრანგეთის, ტუნისისა და ნიგერიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. ოლიმპიადამდე ლიტველები ორ
ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას - რუსეთისა და ისლანდიის წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული