"დრიმ თიმს" გრეგ პოპოვიჩი ჩაიბარებს

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა პრესამ. ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ აშშ-ის ნაკრები, შესაძლოა, "სან ანტონიო სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ჩაიბაროს.

ამ პოსტზე ის მაიკ კრჟიჟევსკის შეცვლის, რომელიც ეროვნულ გუნდსა და დიუკის უნივერსიტეტში მუშაობას უთავსებდა და ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ წლევანდელი ოლიმპიადის შემდეგ აღარ აპირებს გუნდში დარჩენას.

პოპოვიჩმა, რომელიც ორჯერ იყო NBA-ს საუკეთესო მწვრთნელი, უკვე განიხილა ეს საკითხი ნაკრების გენერალურ მენეჯერთან, ჯერი კლანჯელოსთან და წინასწარი თანხმობაც განაცხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული