გერმანიის ნაკრები სვეტისლავ პეშიჩს ჩააბარეს

AutoSharing Option
ტიტულოვანი სერბი სპეციალისტი სვეტისლავ პეშიჩი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

პეშიჩმა აღნიშნა, რომ უხარია ბუნდესნაკრებში დაბრუნება და მზად არის ახალ გუნდთან ერთად მორიგ წარმატებას მიაღწიოს. სერბი გერმანიის ნაკრებს 1987-93 წლებში წვრთნიდა და მას 1993 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ისევ მომიწევს გერმანიის ნაკრებთან მუშაობა. ჩემთვის ეს სერიოზული გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრის მიღწევა შეგვიძლია", - ამბობს პეშიჩი.

შეგახსენებთ, რომ სერბი მწვრთნელი ასევე ევროპის ჩემპიონი იყო იუგოსლავიის ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა სერბეთს, ევროლიგის ტიტული მოიპოვა "ბარსელონასთან" ერთად, გარდა
ამისა, FIBA-ის თასს დაეუფლა "ხირონასთან" ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული