დირკ ნოვიცკი ევროპაში საუკეთესოდ მეორედ დაასახელეს

AutoSharing Option
FIBA-ევროპამ 2011 წლის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენი გამოკითხვის შედეგები შეაჯამა.

"ბებერი კონტინენტზე" გასულ წლის საუკეთესო მოთამაშედ გერმანელი დირკ ნოვიცკი დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მაყურებელთა ვერსიით "დალას მავერიქსის" ლიდერი მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა და სერბ დუშკო სავანოვიჩს, ესპანელ ხუან-კარლოს ნავაროსა და მაკედონიელ ბო მაკალებს ჩამორჩა. მაგრამ ექსპერტთა ხმებმა გერმანელს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, 2011 წელს დირკი "დალასის" შემადგენლობაში NBA-ის ჩემპიონი გახდა და ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სექტემბერში დირკმა ევრობასკეტზე მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გერმანიის ნაკრები პლეი ოფში ვერ გაიყვანა.

FIBA-ევროპა კონტინენტის საუკეთესო მოთამაშეს
2005 წლიდან ასახელებს. პირველი გამარჯვებული სწორედ ნოვიცკი იყო. შემდეგ ეს პრიზი დაიმსახურეს: ბერძენმა ტეო პაპალუკასმა, რუსმა ანდრეი კირილენკომ, ესპანელმა პაუ გასოლმა (ორჯერ) და სერბმა მილოშ ტეოდოშიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული