ევროლიგა: ბო მაკალები ისევ ბრწყინავს

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგაზე მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დაიწყო.

E ჯგუფი
ცსკა-ეფესი 96:69
23:21, 25:15, 26:17, 22:15
ც: კირილენკო (15+8 მოხსნა), კრსტიჩი (14+5 მოხსნა), ტეოდოშიჩი (13), შვედი (11+4 პასი), ხრიაპა (11+8 პასი).
ე: ვუიაჩიჩი (21), ბარაცი (15).

მ წ +/-
1. ცსკა 2 0 36
2. ეფესი 1 1 -22
3. გალათასარაი 0 1 -6
4. ოლიმპიაკოსი 0 1 -8

მოსკოვის ცსკა-მ ტურნირზე 12-დან მეთორმეტე შეხვედრა მოიგო. ამჯერად E ჯგუფის ფავორიტის მსხვერპლი გახდა თურქეთის "ეფესი".

თურქულ კლუბს მოსკოვში 1999 წლის შემდეგ არ მოუგია და ნავსი ვერც ამჯერად გატეხა. "ეფ
ესმა" მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია წინააღმდეგობა, როცა მატჩის ეს ათწუთიანი მონაკვეთი ორი ქულით წააგო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან დაიწყო ცსკა-ს დომინირება, რომელიც მატჩის ბოლომდე გაგრძელდა. არმიელებმა მეორე, მესამე და მეოთხე მეოთხედები შესაბამისად, 10, 9 და 7 ქულით მოიგეს, რამაც, საბოლოოდ, მათ 27-ქულიანი უპირატესობა მოუტანა - 96:69.

ცსკა-ს რიგებში ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო კირილენკო 15 ქულით. მასპინძლებმა "ეფესის" მცველ ვუიაჩიჩს ვერაფერი მოუხერხეს და მან 21 ქულა დააგროვა, მაგრამ ამას მატჩის შედეგზე გავლენა არ ჰქონია.
ცსკა ორი მოგებით სათავეში ჩაუდგა E ჯგუფს, თითო მოგებითა და წაგებით მეორეზეა "ეფესი".

G ჯგუფი
ფენერბაჰჩე-მილანი 65:63
12:10, 18:18, 16:15, 19:20
ფ: ბოგდანოვიჩი (17), უკიჩი (16+6 მოხსნა).
მ: ფოცისი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), როკა (16+11 მოხსნა), მანჩინელი (13).
პანათინაიკოსი-უნიქსი 83:89
22:17, 20:24, 14:22, 27:26
პ: ბატისტი (16+5 მოხსნა), სმიტი (15), დიამანტიდისი (14+7 მოხსნა+4 პასი).
უ: დომერკანტი (23+5 მოხსნა), ლაიდეი (16+3 ჩაჭრა), ვერემეენკო (15+5 მოხსნა).

მ წ +/-
1. უნიქსი 2 0 11
2. პანათინაიკოსი 1 1 15
3. ფენერბაჰჩე 1 1 -3
4. მილანი 0 2 -23

მოიგო მეორე რუსულმა კლუბმა - უნიქს-მა, რომელმაც სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ათენში მოქმედი ჩემპიონის "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ. პირველი ტაიმი ბერძნებმა ერთი ქულის სხვაობით მოიგეს, რის შემდეგაც რუსებმა მესამე მეოთხედში მიაყენეს გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს. ეს მონაკვეთი მათ რვა ქულით მოიგეს და მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ინიციატივა ხელიდან. "პანათინაიკოსი" რამდენჯერმე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მაინც ვერ შეძლო - 83:89.უნიქსი ასპროცენტიანი მაჩვენებლით ლიდერობს G ჯგუფს.

ასევე დაძაბული ბრძოლა გაიმართა "ფენერბაჰჩესა" და "მილანს" შორის. ყველა მეოთხედში დიდი ბრძოლა იყო და მაქსიმალური სხვაობა მხოლოდ ორ ქულას აღწევდა. სწორედ ასეთი უპირატესობა მოიპოვა "ფენერბაჰჩემ" პირველ მეოთხედში და შემდეგ ამ სხვაობის შენარჩუნებას ცდილობდა. თურქებმა გაჭირვებით, მაგრამ შეძლეს ამის გაკეთება.

სხვათა შორის, "მილანს" აქამდე წაგება არ ჰქონდა "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა და 63:65 დამარცხდა. ეს იტალიელთა ზედიზედ მეორე წაგებაა ჯგუფში.

F ჯგუფი
რეალი-მონტეპასკი 69:88
15:31, 19:16, 14:18, 21:23
რ: რეიესი (17+15 მოხსნა), კეროლი (12+5 მოხსნა).
მ: მაკალები (25+6 პასი), ლავრინოვიჩი (16), ანდერსენი (11+7 მოხსნა), მოსი (10).
ბილბაო-უნიკახა 85:70
22:17, 14:17, 22:18, 27:18
ბ: ვასილიადისი (19), მუმბრუ (18+7 მოხსნა+4 პასი), ჯექსონი (14), მავროეიდისი (11+11 მოხსნა).
უ: ფრილენდი (18), ფიტჩი (17+5 მოხსნა), პერიჩი (11).

მ წ +/-
1. მონტეპასკი 2 0 33
2. ბილბაო 1 1 1
3. რეალი 1 1 -18
4. უნიკახა 0 2 -16

"მილანისგან" განსხვავებით გაუმართლა მეორე იტალიურ კლუბს "მონტეპასკის", რომელმაც დღის მეორე მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა.

იტალიის ჩემპიონმა მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა მადრიდში "რეალი" - საწყის ათ წუთში სტუმრებმა 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მეორე მეოთხედში კი სხვაობამ 20 ქულას მიაღწია.

"მონტეპასკის" გარღვევის მთავარი სულისჩამდგმელი იყო მაკედონიის ნაკრების ამერიკელი მცველი ბო მაკალები, რომელიც 25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. მან თავის მონაგარს 6 პასიც დაუმატა.

საბოლოოდ, "მონტეპასკიმ" 19 ქულით - 88:69 მოიგო და ორი გამარჯვებით ლიდერობს თავის ქვეჯგუფს.

გარდა ამისა, F ჯგუფში შედგა ესპანური დერბი "ბილბაოსა" და "უნიკახას" შორის. ამ გუნდებმა პირველი ტურის მატჩები წააგეს და აღნშნულ შეხვედრას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მასპინძელმა "ბილბაომ" გადამწყვეტ უპირატესობას მეოთხე მეოთხედში მიაღწია. მანამდე თამაში ბასკური კლუბის მეტნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და ბოლო 10-წუთეულის წინ "ბილბაო" მხოლოდ ექვსი ქულით იყო წინ. ბოლო მეოთხედში კი მასპინძლებმა გაქცევა მოახერხეს და საბოლოოდ 15 ქულით მოიგეს - 85:70.

H ჯგუფი
კანტუ-ჟალგირისი 79:78
21:17, 11:19, 17:23, 30:19
კ: ბაზილე (15+6 პასი), შერმადინი (12).
ჟ: კოლინზი (15), უიმსი (14+5 მოხსნა), პოპოვიჩი (12).

მ წ +/-
1. მაკაბი 1 0 8
2. ბარსელონა 1 0 5
3. კანტუ 1 1 -4
4. ჟალგირისი 0 2 -9

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო იყო "კანტუსა" და "ჟალგირისის" შეხვედრა და ამ მატჩის ბედი იტალიური კლუბის ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა გადაწყვიტა.

კანტუ თითქმის სულ მდევრის როლში იყო და ბოლო მეოთხედში 13 ქულას აგებდა. მაგრამ მასპინძლებმა გადამწყვეტი სპურტი მაშინ წამოიწყეს, როცა მოედანზე დაბრუნდა შერმადინი. "კანტუმ" ანგარიშის გათანაბრება შეძლო, 78-78-ზე კი ლიტველები შერმადინზე დაჯარიმდნენ. ქართველმა საჯარიმო გამოიყენა და კანტუს 79:78 მოაგებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული