გადარჩენილი "რეალი"

AutoSharing Option
ხუთი მატჩით დასრულდა საკალათბურთო ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური.

E ჯგუფში საინტერესო იყო სტამბოლის დერბი "ეფესსა" და "გალათასარაის" შორის. გუნდებმა განსხვავებული ტაიმები ჩაატარეს. პირველში "ეფესი" დომინირებდა და დიდი შესვენებისთვის 11 ქულით მოახერხა წინ გასვლა. მეორე ტაიმში "გალათასარაიმ" თანდათან დაიწყო ჩამორჩენის შემცირება - მესამე მეოთხედი სამი ქულით მოიგო, მეოთხე - ორით, მაგრამ ბოლომდე მეტოქის დაწევა ვერ შეძლო.

ეფესი-გალათასარაი 68:62
29:19, 16:15, 15:18, 8:10
ე: ვუიაჩიჩი (17), სავანოვიჩი (16+17 მოხსნა), ბარაცი (12).
გ: ანდრიჩი (14), ლაკოვიჩი (13), ლუკასი (10+9 მოხსნა+4 პასი).

* * *

ყველაზე დრამატულად მოვლენები F ჯგუფის შეხვედრაში განვითარდა, რომელშიც მალაგაში “უნიკახა” "რეალს" მასპინძლობდა.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, “რეალმა” თითქოს მესამე მეოთხედში გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია, მაგრამ ამ დღეს "უნიკახას" რიგებში შეუჩერებელი იყო სერბი ლეგიონერი ზორიჩი, რომელმაც 32 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. სწორედ მისი მონდომებით მასპინძლებმა ჯერ თანაფარდობა აღადგინეს, ბოლო წამებზე კი იმავე ზორიჩის ორი ქულით წინ გასვლაც მოახერხეს.

"რეალის" განკარგულებაში რვა წამი იყო შეხვედრის გადასარჩენად და სწორედ აქ გაიბრწყინა მიროტიჩმა, რომელმაც ბოლო წამზე ჩააგდო ორქულიანი და "რეალს" ერთი ქულით მოაგებინა - 81:80.

უნიკახა-რეალი 80:81
20:15, 19:22, 19:25, 22:19
უ: ზორიჩი (32+9 მოხსნა), როდრიგესი (9), ვალტერსი (9+7 აეპელთჩ).
რ: სინგლერი (13), მიროტიჩი (12+6 მოხსნა), ტომიჩი (12+7 მოხსნა), როდრიგესი (11+9 პასი), რეიესი (10+5 მოხსნა).

* * *
G ჯგუფში გამოდის მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი", რომელიც სტუმრად თამაშობდა "მილანის" წინააღმდეგ და უპრობლემოდ გაიფორმა გამარჯვება.

ბერძნებმა პირველივე მეოთხედში დაამტკიცეს საკუთარი ამბიციები, როცა საწყისი 12 წუთი 14 ქულით მოიგეს. ამას მეორე მეოთხედში კიდევ ექვსი ქულა დაემატა და სხვაობა 20 ქულამდე ავიდა, რაც პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა. მესამე მეოთხედში ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გაიბრძოლეს "მილანის" რეზერვისტებმა, რომლებმაც 4 ქულით მოიგეს დასკვნითი ნაწილი.

მილანი-პანათინაიკოსი 57:78
10:24, 13:19, 10:15, 24:20
მ: ფოცისი (10+6 მოხსნა), როკა (8+6 მოხსნა).
პ: ლოგანი (12), სატო (11+6 მოხსნა), ბატისტი (10).

* * *
პირველ რიგში გვაინტერესებდა H ჯგუფში იტალიის "კანტუს" თამაში, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - "ბარსელონას" სტუმრობდა. "კანტუს" ქართველმა ლეგიონერებმა გიორგი შერმადინმა და მანუჩარ მარკოიშვილმა შესაბამისად, 9 და 4 ქულა დააგროვეს,

რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, იტალიურმა კლუბმა მოულოდნელად დიდი ბრძოლა გაუმართა "ბარსელონას" - "კანტუმ" მოიგო პირველი ტაიმი, ბოლო მეოთხედის წინ კი ანგარიში თანაბარი იყო.

მაგრამ ბოლო მეოთხედში "ბარსამ" ეიდსონისა და ლორბეკის მონდომებით ხუთი ქულით წინ გასვლა მოახერხა და საბოლოოდ, 65:60 გაიმარჯვა.

ამავე ჯგუფში გაიმარჯვა მეორე ფავორიტმა - თელ-ავივის "მაკაბიმ", რომელმაც სტუმრად კაუნასში დაამტკიცა თავისი კლასი. ისრაელის ჩემპიონმა პირველ ტაიმში პირწმინდად დაჩაგრა "ჟალგირისი" და დიდი შესვენებისთვის 11-ქულიან უპირატესობას მიაღწია. თუმცა ლიტველებმა შეძლეს შეხვედრისთვის ინტრიგის დაბრუნება, როცა ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა. მაგრამ ამით “ჟალგირისის” წარმატებები დასრულდა. ბოლო მეოთხედმა ისევ “მაკაბის” უპირატესობით ჩაიარა და საბოლოოდ, სტუმრებმა 84:76 მოიგეს.

ჟალგირისი-მაკაბი 76:84
16:23, 21:25, 24:16, 15:20
ჟ: რაკოვიჩი (15), პოპოვიჩი (14+5 პასი), კოლინზი (10), კალნიეტისი (10+5 პასი).
მ: მალეტი (15), ელიაჰუ (14), ლენგფორდი (12+7 პასი), ჰენდრიქსი (11).

ბარსელონა-კანტუ 65:60
15:18, 13:12, 21:19, 16:11
ბ: ეიდსონი (18+5 მოხსნა+4 პასი), ლორბეკი (13+9 მოხსნა), მარსელინიო (11).
კ: მიჩოვი (13+9 მოხსნა+4 პასი), ბაზილე (13), შერმადინი (9), მარკონატო (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული