ევროპა დირკისაა

AutoSharing Option
როგორც წესი, პრესტიჟული იტალიური გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" გასული წლის შედეგებს აჯამებს და საუკეთესო ევროპელ კალათბურთელს ასახელებს - არა აქვს მნიშვნელობა, მოთამაშე "ბებერ კონტინენტზე" გამოდის თუ ოკეანის გაღმა.

წლევანდელ გამოკითხვაში დაძაბული ბრძოლა იყო NBA-ის ჩემპიონს, გერმანელ დირკ ნოვიცკისა და 2011 წლის ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშეს ესპანელ ხუან კარლოს ნავაროს შორის.

საბოლოოდ, "დალასის" მძიმე ფორვარდმა 47 ქულით აჯობა "ბარსელონას" მცველს. ამ დუეტს მნიშვნელოვნად ჩამორჩა მესამე ადგილზე გასული ბერძენი დიმიტრის დიამანტიდისი.

"გაძეტა დელო სპორტის" საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. დირკ ნოვიცკი (გერმანია) -
198 ქულა
2. ხუან კარლოს ნავარო (ესპანეთი) - 151
3. დიმიტრის დიამანტიდისი (საბერძნეთი) - 86
4. პაუ გასოლი (ესპანეთი) - 82
5. ანდრეი კირილენკო (რუსეთი) - 77
6. ტონი პარკერი (საფრანგეთი) - 43
7. მარკ გასოლი (ესპანეთი) - 28
8. ანდრეა ბარნიანი (იტალია) - 7
9. ანტონის ფოცისი (საბერძნეთი) - 6
10. ხოაკიმ ნოა (საფრანგეთი) - 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული