"რეალმა" პირველობა გაინაღდა

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგაზე პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა - მეცხრე ტური დაიწყო.

გაიმართა ექვსი შეხვედრა, რომელთაგანაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მატჩი B ჯგუფში. ლიდერები - ცსკა და "პანათინაიკოსი" მოსკოვში პირველი ადგილისთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს. მოქმედ ჩემპიონ "პანათინაიკოსს" მხოლოდ მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ჯგუფში ლიდერობისთვის ბრძოლის შანსი.

ბერძნებმა ეს ამოცანა ვერ შეასრულეს. მათ კარგად ჩაატარეს პირველი ტაიმი და შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ, მაგრამ მთლიანად ჩააგდეს მესამე მეოთხედი. ეს ათწუთიანი მონაკვეთი არმიელებმა 14 ქულით მოიგეს და შემდეგ ახლოს აღარ მიუშვეს მეტოქე. ცსკა-მ 91:75 გაიმარჯვა და
გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი, ისევე როგორც, "პანათინაკოსს" ვერავინ შეეცილება მეორე პოზიციას.

ამავე ჯგუფში დიდი ნაბიჯი გადადგა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ესპანეთის "უნიკახამ". მან უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო ზაგრებში და გაიმყარა მესამე პოზიცია.

ესპანელებს საკმაოდ იოლი გასეირნება გამოუვიდათ ხორვატიის დედაქალაქში. "უნიკახას" მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდა, როცა ორი ქულით დათმო მატჩის საწყისი 10 წუთი. ამის შემდეგ მოედანზე სტუმრები დომინირებდნენ და მეთოდურად ზრდიდნენ თავიანთ უპირატესობას, რომელმაც საბოლოოდ, 15 ქულას მიაღწია - 82:67 "უნიკახას" სასარგებლოდ.

თუ ამ ჯგუფში დარჩენილ ერთ შეხვედრაში გერმანიის "ბამბერგი" "ჟალგირისს" დაამარცხებს, "უნიკახას" გარანტირებული ექნება მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

* * *
D ჯგუფში გაირკვა მეოთხე გუნდი, რომელიც მეორე ეტაპზე ითამაშებს. თურქეთის "გალათასარაი" შეუერთდა "ბარსელონას", "მონტეპასკისა" და უნიქს-ს და აგრძელებს ბრძოლას ევროლიგაზე.

თურქებმა იოლად გადაჭრეს ჯგუფიდან გასვლის საკითხი, როცა შინ 21 ქულის სხვაობით დაამარცხეს სლოვენიის "ოლიმპია", არადა, პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულა იყო, თუმცა ამას მოჰყვა მესამე მეოთხედში 20:9 გაქცევა და მატჩის ბედიც სწორედ აქ გადაწყდა - 80:59 "გალათასარაის" სასარგებლოდ.

* * *
C ჯგუფში მეშვიდე გამარჯვებას მიაღწია და პირველი ადგილი გაინაღდა მადრიდის "რეალმა". სამეფო კლუბს წესით და რიგით არ უნდა გასჭირვებოდა შინ "პარტიზანის" დამარცხება და ასეც მოხდა. მადრიდელთა უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა და უკვე საწყის მეოთხედში "რეალი" 12 ქულით გაიჭრა წინ. ამას მეორე მეოთხედში კიდევ სამი ქულა დაემატა და დიდი შესვენებისთვის მასპინძლები 15 ქულას იგებდნენ.

"პარტიზანის" მხრიდან თამაშში გარდატეხის შეტანის ყველა მცდელობა ამაო გამოდგა და სერბული კლუბი 83:101 დამარცხდა, თუმცა ეს გუნდი მეოთხე ადგილზეა და ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში გააგრძელებს ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე.

* * *
A ჯგუფში, სადაც არც ერთ გუნდს არ აქვს გარანტირებული შემდეგ ეტაპზე თამაში, ერთი შეხვედრა გაიმართა. ესპანეთის "კახა ლაბორალმა" იოლად დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი "ნანსისთან" შეხვედრაში. ფრანგულ კლუბს აღარ ჰყავს NBA-ში დაბრუნებული ნიკოლა ბატუმი და შესაბამისად, ეს გუნდი ჯგუფის აუთსაიდერი გახდა.

"ნანსისთვის" ეს შეხვედრა ნამდვილ კატასტროფად იქცა. პირველი სამი მეოთხედის შემდეგ "კახა ლაბორალი" 41 ქულის სხვაობით იგებდა.

მაგრამ მეოთხე მეოთხედში ესპანელებმა დაინდეს მეტოქე და ბოლო 10 წუთი ექვსი ქულის სხვაობით მოაგებინეს "ნანსის", რითაც სხვაობა 35 ქულამდე გავიდა და "კახა ლაბორალმა" 90:55 გაიმარჯვა.

ესპანური კლუბი მესამე ადგილზეა და თუ სასწაული არ მოხდა, მომავალ წელს მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. "ნანსიმ" კი თითქმის დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი.

A ჯგუფი
კ. ლაბორალი-ნანსი 90:55
22:11, 20:10, 29:9, 19:25
კ-ლ: ტელეტოვიჩი (22), ოლესონი (14), სან ემეტერიო (13+5 მოხსნა), ერტელი (11), ბიელიცა (10).
ნ: გრეგორი (15+5 მოხსნა), სილა (10).

მ წ +/-
1. ფენერბაჰჩე 5 3 30
2. კანტუ 5 3 12
3. კ. ლაბორალი 5 4 42
4. ოლიმპიაკოსი 4 4 -5
5. ბილბაო 3 5 6
6. ნანსი 3 6 -85

B ჯგუფი
ცსკა-პანათინაიკოსი 91:75
26:24, 21:25, 28:14, 16:12
ც: კრსტიჩი (17+12 მოხსნა), შვედი (16+5 პასი), გორდონი (12+4 პასი), შიშკაუსკასი (10).
პ: ვუიუკასი (17), სმიტი (11).

ზაგრები-უნიკახა 67:82
22:20, 17:25, 13:20, 15:17
ზ: სიმონი (16+7 მოხსნა), ჰეიტველტი (12+5 მოხსნა), კასუნი (8+6 მოხსნა).
უ: ფრილენდი (17+8 მოხსნა), ზორიჩი (16+8 მოხსნა), როდრიგესი (11), პერიჩი (10+4 პასი).

მ წ +/-
1. ცსკა 9 0 133
2. პანათინაიკოსი 6 3 90
3. უნიკახა 4 5 -9
4. ბამბერგი 3 5 -2
5. ჟალგირისი 2 6 -74
6. ზაგრები 2 7 -138

C ჯგუფი
მილანი-შარლერუა 88:53
23:18, 25:12, 17:16, 23:7
მ: რადოშევიჩი (17), ჰეირსტონი (15), ნიკოლასი (12+6 პასი), ბურუსისი (12+13 მოხსნა), კუკი (9+7 პასი).
შ: უელში (12), რიდიკი (12+5 მოხსნა), ჟადენი (11).

რეალი-პარტიზანი 101:83
27:15, 25:22, 24:19, 25:27
რ: კეროლი (22), მიროტიჩი (20+8 მოხსნა), რეიესი (15+7 მოხსნა), როდრიგესი (8+8 პასი).
პ: მაჩვანი (16), ლუჩიჩი (13), კატიჩი (12), ლოუ (11), მილოსავლევიჩი (10).

მ წ +/-
1. რეალი 7 2 97
2. ეფესი 5 3 18
3. მაკაბი 5 3 2
4. პარტიზანი 4 5 -29
5. მილანი 3 6 -2
6. შარლერუა 2 7 -86

D ჯგუფი
გალათასარაი-ოლიმპია 80:59
18:16, 21:19, 20:9, 21:15
გ: ლაკოვიჩი (16), ალდემირი (11+5 მოხსნა), აშიქი (9+4 პასი), შიპი (8+8 მოხსნა).
ო: ტომპსონი (21+7 მოხსნა), როტბარტი (18+7 მოხსნა).

მ წ +/-
1. ბარსელონა 8 0 168
2. მონტეპასკი 6 2 54
3. უნიქსი 5 3 6
4. გალათასარაი 4 5 -13
5. პროკომი 1 7 -72
6. ოლიმპია 1 8 -143

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული