დერონის 50 ქულა

AutoSharing Option
რანგით მესამე ევროტურნირის - ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა "ნიუ ჯერსი ნეტსის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა, რომელიც ამჟამად თურქეთის "ბეშიქთაშში" თამაშობს.

თურქული კლუბი საკუთარ მოედანზე ეთამაშებოდა გერმანიის "გიოტინგენს" და 105:94 გაიმარჯვა. უილიამსმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა.

ამერიკელმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 50 ქულის დაგროვება მოეხერხა. მან 13-დან 10 ორქულიანი ტყორცნა მოათავსა კალათში, 10-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო და 11-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. მის ანგარიშზეა აგრეთვე სამი მოხსნა და ერთი შედეგიანი პასი.

შედეგიანობის წინა პირადი რეკორდი
უილიამსმა გასულ წელს დაამყარა, როცა "იუტა ჯაზის" მაისურით 42 ქულა დააგროვა "ოკლაჰომა-სიტის" წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული