ვითა VS კრასნი ოკტიაბრი - დავანახვოთ, რომ წითელი ოქტომბერი წარსულია

AutoSharing Option
კვირას, 4 ოქტომბერს "ვითა" ქართული კალათბურთის ახალ ფურცელს გადაშლის - ვითიბი ლიგაში ჩაებმება.

ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე "კრასნი ოკტიაბრია", საშუალო დონის რუსული გუნდი, რომელშიც რუსეთის ნაკრების კალათბურთელებიც არიან თავმოყრილნი და NBA-მოვლილებიც. მათ შორისაა ჯორდან ჰემილტონი, რომელიც გასულ სეზონში "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ღირსებას იცავდა.

"კრასნი ოკტიაბრი" ძლიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, განვლილი მატჩების მიხედვით შეგვიძლია გამოვარჩიოთ ჯორდან ჰემილტონი და ტონი მიჩელი. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში იტალიაში თამაშობდა და ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.

თუმცა გუნდი მთლიანად ახალი დაკომპლექტებულია და, ცხადია, კალათბურთელები ბოლომდე შეთამაშებულები
ვერ იქნებიან.

"ვითაც" ახალი შეკრებილი გუნდია, ახალი სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით, მაგრამ ჯერ რთული სათქმელია, როდის მიაღწევს გუნდი ფორმის პიკს", - გვითხრა ვითელთა მთავარი მწვრთნელის, პაველ გოოგეს სერბმა ასისტენტმა მილოშ პავიჩევიჩმა, რომელსაც არაერთი სეზონი აქვს გატარებული რუსეთში.

პაველ გოოგემ კი ეს გვითხრა:

"მზადების დაწყებიდან დღემდე გუნდი ეტაპობრივად პროგრესირებს. შემიძლია ვთქვა, რომ 50-55 პროცენტით ვართ მზად. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სეზონი ჯერ არ დაწყებულა.

ძალიან მომწონს კალათბურთელების მიდგომა საქმისადმი, დიდ პოტენციალს ვხედავ და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს".

ვითა: ირაკლი ჩლაიძე, გოგა ბითაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, მაიზერ რევაზაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ლევან შენგელია, დარიუს კარტერი, დავით მაისურაძე, პიერია ჰენრი, კონსტანტინ ანიკიენკო, რალსტონ ტერნერი.

ვითიბი ლიგა. კალენდარი
4 ოქტომბერი
16:00 ვიტა-კრასნი ოკტიაბრი

8 ოქტომბერი
20:15 ვითა-ცსკა

12 ოქტომბერი
19:30 ხიმკი-ვითა

18 ოქტომბერი
16:00 ვითა-ნიჟნი ნოვგოროდი

25 ოქტომბერი
17:00 კალევი-ვითა

1 ნოემბერი
18:30 ვითა-ყუბანი

8 ნოემბერი
18:30 ვითა-უნიქსი

15 ნოემბერი
ენისეი-ვითა

22 ნოემბერი
ზენიტი-ვითა

29 ნოემბერი
18:30 ვითა-ვეფ რიგა

5 დეკემბერი
მინსკი-ვითა

13 დეკემბერი
ვითა-ნიმბურკი

19 დეკემბერი
16:00 ასტანა-ვითა

3 იანვარი
ვითა-ავტოდორი

11 იანვარი
ბაიზონსი-ვითა

16 იანვარი
კრასნი ოკტიაბრი-ვითა

25 იანვარი
ცსკა-ვითა

1 თებერვალი
ვითა-ხიმკი

7 თებერვალი
ნიჟნი ნოვგოროდი-ვითა

14 თებერვალი
ვითა-კალევი

17 თებერვალი
ვითა-ბაიზონსი

21 თებერვალი
ყუბანი-ვითა

28 თებერვალი
უნიქსი-ვითა

6 მარტი
ვითა-ენისეი

13 მარტი
ვითა-ზენიტი

20 მარტი
ვეფ რიგა-ვითა

27 მარტი
ვითა-მინსკი

5 აპრილი
ნიმბურკი-ვითა

10 აპრილი
ვითა-ასტანა

17 აპრილი
ავტოდორი-ვითა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას გისურვებთ!
თაზო
17:34 04-10-2015
0

სიახლეები პოპულარული