კალევი-ვითა 85:75 - როცა მარცხი ღირსეული კი არა, დასანანია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვის ცსკა, "ნიჟნი ნოვგოროდი", "ხიმკი", "ოკტიაბრი"... ამ გუნდებთან თბილისის "ვითამ" დიდი სხვაობით წააგო, რაც ძალაუნებურად გვაფიქრებინებდა ვითიბი ლიგაში შესვლის მართებულობაზე.

თუმცა გუშინ ესტონურ "კალევთან" მატჩმა საპირისპიროში დაგვარწმუნა: თუ ქართული კალათბურთის წინსვლა გვინდა, "ვითამ" სწორედ ასეთ შეჯიბრებაში უნდა ითამაშოს. ვითიბი ლიგაში ხომ ჩვენი კბილა გუნდებიც არიან და ისეთებიც, ევროპაში პირველობის პრეტენზია რომ აქვთ.

ცსკა-სთან წავაგებთ და გამოცდილებას მივიღებთ, "კალევთან" კი თანაბრად თამაში და მოგებაც შეიძლება. თუნდაც სტუმრად. სეზონი ახალი დაწყებულია და ჯერ ვერც ერთი გუნდი დაიტრაბახებს სტაბილურობით.

ეს გამოჩნდა გუშინდელ მატჩშიც:
ხან ქართველებს მოსდიოდათ ჩავარდნა, ხან ესტონელებს. წინასწარ იმის ვარაუდიც შეიძლებოდა, რომ გამარჯვება იმას დარჩებოდა, რომლის აღმავლობაც ბოლო წამებს დაემთხვეოდა.

მეოთხე პერიოდის დაწყებამდე "კალევი" 58:55-ს იგებდა. ჩვენმა გუნდმა ბოლო რაუნდში დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა გადამწყვეტ მომენტს "ვითას" დაღმასვლა დაემთხვა, შეტევაშიც გაგვიჭირდა და დაცვაშიც, მეტოქეს ფარქვეშიდან იოლი ქულების მოგროვების საშუალება მივეცით, მივიღეთ სამქულიანებიც და 10 ქულის სხვაობით დავმარცხდით.

"თამამი" ასოებით შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს იყო "ვითას" საუკეთესო მატჩი სეზონში. აქ საქმე ღირსეულ კი არა, დასანან მარცხთან გვაქვს.

ქართული გუნდი მომდევნო მატჩს 1-ელ ნოემბერს, თბილისში რუსეთის "ლოკომოტივთან" ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა. რეგულარული სეზონი. V ტური
25 ოქტომბერი. ტალინი (ესტონეთი)
კალევი-ვითა 85:75
22:31, 17:19, 24:24, 15:16
კალევი: სოკი (15ქ, 5პ), ბოონე (13ქ, 11მ), ვეიდემანი (8ქ, 7პ), კილინგსვორტი (19ქ, 7მ), არბეტი (3ქ), ფრეიმანისი (20ქ, 6მ, 5პ), კეედუსი (2ქ), რეილი-როსი, დორბეკი (5ქ).
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (6ქ), ბოქოლიშვილი (4ქ), შენგელია (7მ), კარტერი (13ქ, 6მ), ჰენრი (7ქ, 5მ, 9პ, 3ჩ), ანიკიენკო (9ქ, 8მ, 2დ), ლიპოვოი (22ქ), ტერნერი (14ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გასაგებია, რომ "ღისეულად" წავაგეთ, მაგრამ მეოთხედების ქულები მაინც დაწერეთ სწორად, ხომ შეიძლება???
ვერ გევიგე...
14:20 26-10-2015
0
"ღირსეულად" წავაგეთ-მერამდენედ
zviadi
12:44 26-10-2015
0

სიახლეები პოპულარული