ესპანელი სპეციალისტები ქართველ მწვრთნელებს სემინარებს ჩაუტარებენ

AutoSharing Option
25 აპრილს, თბილისში, "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მწვრთნელებისთვის სემინარები და ტრენინგები ჩატარდება. ღონისძიებას ესპანელი მწვრთნელები და საკალათბურთო სპეციალისტები გაუძღვებიან, რომლებიც ამჟამად ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს საკალათბურთო კემპს უტარებენ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კომპანია "სასკი ბასკონიას" შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა საკალათბურთო აქტივობაა დაგეგმილი. ხელშეკრულება ქართული კალათბურთის განვითარებას ემსახურება და მის პირველ წელს 2-კვირიანი საკალათბურთო კემპი და მწვრთნელთა სემინარები დაიგეგმა.

კემპის დასრულების შემდეგ "სასკი ბასკონიის" მფლობელი კლუბის - "ლაბორალ კუჩას" მწვრთნელები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. 25 აპრილს, 12
საათზე, "დინამოს" ბაზაზე საქართველოს მასშტაბით ყველა მწვრთნელია დაბარებული.

რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 597 777 090.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული