ვიქტორ სანიკიძის ტრავმა უფრო სერიოზულია - ქართველი ივნისამდე ვერ ივარჯიშებს

AutoSharing Option
ყაზანის "უნიკსის" ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ტრავმის გამო, მინიმუმ, კიდევ ორი თვე ვერ ითამაშებს, სრულფასოვან ვარჯიშს კი, სავარაუდოდ, მხოლოდ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დაიწყებს.

ამის შესახებ სააგენტო Р-Спорт-თან ყაზანური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ახსანოვამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ მხრის ორთავა კუნთის მყესი იანვრის ბოლოს გაიწყვიტა. თავდაპირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ ერთი თვის შემდეგ ვიქტორი ვარჯიშს შეძლებდა.

"სამწუხაროდ, სანიკიძე ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა. ის ვარჯიშს მხოლოდ მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში განაახლებს", - თქვა ახსანოვამ.

ვიქტორ სანიკიძე რუსულ კლუბში ესპანური "სარაგოსადან" 2014/15
წლების სეზონის დაწყების წინ გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული