"მგზავრები-არმიამ" ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე წრეს "მგზავრები-არმია" სიახლით ხვდება. გუნდში ჩაირიცხა ამერიკელი უკანახაზელი ტამირ ჯექსონი. იგი 1990 წელსაა დაბადებული და 190 სმ სიმაღლისაა.

- ტამირს, ამერიკის კოლეჯების გარდა, ისრაელის მეორე ლიგის გუნდში აქვს ნათამაშები. შეუძლია როგორც პლეიმეიქერობა, ასევე მსროლელობა. ამ ეტაპზე ჯექსონის შესახებ ბევრს ვეღარაფერს ვიტყვით, რადგან იგი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა.

იმედი მაქვს, გუნდს სათანადოდ შეეწყობა და საკმარისადაც დაგვეხმარება, - გვითხრა "მგზავრები-არმიის" თავკაცმა ბუბა ბერიშვილმა.

ჯექსონის ამბის გარდა, "მგზავრებში" ერთი სიახლეცაა - გუნდი დატოვა თემურ ბაბუნაშვილმა, რომელიც კარიერას "დინამოში" გააგრძელებს.

როგორც ბუბა
ბერიშვილმა აღნიშნა, იგი კმაყოფილია გუნდის სადღეისო კონდიციებით. "არმიამ" იანვარში შეკრება გონიოში გაიარა; ასევე, მონაწილეობა მიიღო ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე...

- პირველ წრეში არაერთი მატჩი დავთმეთ ბოლო წუთებზე, რომელთა მოგებით დღეს, სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, უკეთეს პოზიციაში ვიქნებოდით. თუმცა, შემადგენლობებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მაქვს უკმაყოფილების საბაბი - ბიჭები ყოველ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდნენ და ასე იქნება მეორე წრეშიც, - დასძინა ბუბა ბერიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული