Sportall.ge-ს მიერ საეჭვოდ მიჩნეულ მატჩზე კალათბურთის ფედერაცია მოკვლევას აწარმოებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელიც Sportall.ge-ს მიერ საეჭვოდ მიჩნეულ 16-წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრას ეხება.

Sportall.ge-მ უცნაურად 18 მაისს გამართული "ქუთაისი"-"იბერის" შეხვედრის ანგარიში მიიჩნია - 141:133. ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა. საყურადღებო იყო მატჩის ბოლო მეოთხედის ანგარიში, რომელიც მასპინძლებმა 58:51 მოიგეს...

- 109 ქულა 10 წუთში?! "საოცრება" და ტოტალიზატორი ქართულ ბავშვთა კალათბურთში

როგორც ჩანს, ჩვენს ეჭვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაშიც იზიარებენ, რომლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 18 მაისს ქუთაისში ჩატარებულ 16-წლამდელთა
რეგულარული ჩემპიონატის მატჩზე, "ქუთაისი"-"იბერი", კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით, 22 მაისიდან მოკვლევას ახორციელებს ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი, რისი დასრულების შემდეგ მოკვლევის შედეგი გადაეცემა კალათბურთის ფედერაციის გამგეობას.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შესაბამის გადაწყვეტილებას გამგეობის მიერ აღნიშნული თამაშის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღებს.

რაც შეეხება "ქუთაისი"-"იბერის" შეხვედრის შედეგს, რომელიც 141:133 დასრულდა „ქუთაისის“ სასარგებლოდ, ის ძალაში აღარ არის 22 მაისიდან მოკვლევის დასრულებამდე და საბოლოო შედეგი ფედერაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაფიქსირდება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენი ქულის აღებას ბავშვები ფიზიკურად ვერ მოასწრებდნენ. აქ გარიგებას აქვს ადგილი. გამოავლინეთ, ვინც ამ თამაშის სტატისტიკას აწვდიდა ტოტალიზატორს - ძნელი არ უნდა იყოს. ძალიან მომრავლდნენ სხვადასხვა თამაშებზე ტელეფონებზე მოჩხაკუნე ჟურნალისტები თუ არ ვიცი რა დავარქვა. ესენი სტადიონზ ეარ უნდა შემოუშვათ საერთოდ და ლოჟებში იჩითებიან
ჭაბუკა
10:11 25-05-2017
0

სიახლეები პოპულარული