ზაზა ფაჩულია "საკრამენტოს" შემდეგ: ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "საკრამენტოსთან" გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

- ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]

- "საკრამენტოს" ლიდერ დემარკუს კაზინსს მეორე ტაიმში ბევრი არაფერი გამოუვიდა. რა იყო მის წინააღმდეგ კარგად თამაშის გასაღები?
- იგი მაღალი დონის კალათბურთელია, ბურთს ხსნის, შეტევებში კარგად გადადის, საშუალო ტყორცნებსაც მშვენივრად აგდებს, სამქულიანებსაც, კარგად იყენებს "პიკ ენდ როლს". ასეთი კალათბურთელის წინააღმდეგ მთავარია გონივრული თამაში, ბევრი მუშაობა, ძალისმიერი თამაშით საქმის გართულება. თუმცა, ვთვლი, რომ მთელმა გუნდმა კარგად იმუშავა.

- ასეთი სწრაფი, ფიზიკური თამაში ყველასთვის რთულია...

- დარბაზში დიდ დროს ვატარებთ, ზედმეტ წონასაც ვაგდებთ და ვძლიერდებით.

- შეტევაში ძალიან აქტიური იყავი - ხუთი მოხსნა მეტოქის ფარზე. რატომ?
- რატომაც არა?! შეტევებისას ბევრი ბურთი აგვიცდა, მე მათი დაუფლებისთვის ვიბრძოდი.

- მატჩის ყველაზე ეფექტურ მომენტი: დურანტის დაფარება, ფაჩულიას ზურგსუკნიდან პასი, კარის ორქულიანი...
- ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა, უნდა ეცადო, ლამაზად განაგრძო თანაგუნდელის ეფექტურად დაწყებული. ბურთი მეტოქის კალათისკენ ზურგით მდგომმა მოძრაობაში მივიღე, იყო გარბენის დაფიქსირების ალბათობაც. ამიტომ დაუფიქრებად ზურგსუკან, გარღვევაზე მყოფ კარის გადავაწოდე.

- მატჩის საუკეთესო მომენტი - დურანტის ჩაჭრა, ფაჩულიას პასი და კარის ჩაგდება

- ბავშვი წინა რიგში იჯდა. რას ნიშნავს საკუთარი შვილის წინაშე კალათბურთის თამაში?
- ეს ოცნებაა. მის ასაკში ასეთი გამოცდილება დიდი ბედნიერებაა. ბევრს სწავლობს, წიგნებს კითხულობს და მეც ვცდილობ, შრომა დავუფასო, როცა შესაძლებლობა მაქვს, ჩემ გვერდით მყავდეს.

- რა ჰქვია?
- დავითი.

- დარწმუნებული ვარ, დავითიც ამაყობს...

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
maximus-მა თქვა რაც მინდოდა მეთქვა,ამიტომ მე მხოლოდ დავამატებდი,მომავალში უფრობევრი სიხარული მოეტანოთ გულსემატკივრებისთვი..მადლობა მათ!!!
nikola
11:58 10-01-2017
0
ზაზა მაგარი კაცი ხარ, შენით ამაყობს საქართველო
გია
10:10 10-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული