ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
9 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა.

"საკრამენტო" სწორედ ის გუნდია, რომელიც არაეთიკურად გამოეხმაურა ზაზა ფაჩულიას NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შუალედურ შედეგებში მოხვედრას.

- NBA-ს კლუბი "საკრამენტო კინგსი" ზაზა ფაჩულიაზე დაიბოღმა [VIDEO]

"საკრამენტოს" ცენტრი დემარკუს კაზინსი კი შედეგებში ფაჩულიას ბევრად ჩამორჩება, რაც, შეიძლება ითქვას, ამ ორი ცენტრის დუელს კიდევ ერთ ელფერს სძენდა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 22:07 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 7 მოხსნა,
3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა სროლების სიზუსტე ამ ბოლო პერიოდში აშკარად გააუმჯობესა.
იხილეთ ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "საკრამენტოსთან"
Sportall.Ge

კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტია ფაჩულიას ჩაჭრები, 3 ჩაჭრით ფაჩულიამ მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა "საკრამენტოს" დარენ კოლისონთან ერთად.

ამასთან ერთად, ზაზა ფაჩულიას ჰქონდა ყველაზე მეტი 5 მოხსნა თავდასხმაში, სადაც ის სწორედ დემარკუს კაზინსს უწევდა კონკურენციას.

რაც შეეხება კაზინსს, მან 17 ქულა, 5 პასი და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო თავდასხმაში მოხსნა საერთოდ არ ჰქონია. შეხვედრის ყველაზე მეტი, 30 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, შემდეგ 28 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: საკრამენტო-გოლდენ სტეიტი 106:117
Sportall.Ge

36 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ მთელ NBA-ს ლიდერობს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ, 11 იანვარს, "მაიამისთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაზა ძალიან კარგი კალათბურთელია და ამას ვამბობ ყოველთვის. მაგარი ხარ ზაზა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ საქართველოს ამხელა პოპულარიზაციას უწევ და მერე, როგორც კალათბურთელი კარგი ცენტრი ხარ. გენავცალე, მიდი მიაწექი :)))
0
ეს არ არის კერპთაყვანისმცემლობა(როგორც იმ დღეს ვიღაც უვარგისმა დაპოსტა),ეს ჩემიანის წარმატებით გახარება,ბედნიერება და თანაგრძნობაა!
შენ გენაცვალე ზაზა!!!!!
16:11 09-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული