კევინ დურანტი ზაზა ფაჩულიაზე: ჯერ ორმაგი დუბლი, შემდეგ სამმაგის დროც მოვა

AutoSharing Option
ბოლო ორი თამაშია, რაც "გოლდენ სტეიტის" ერთი კალათბურთელი მაინც აკეთებს სამმაგ დუბლს. სამშაბათს "დენვერის" წინააღმდეგ სამმაგი დუბლი დრეიმონდ გრინმა შეასრულა, მანამდე კი - კევინ დურანტმა.

- ზაზა ფაჩულიამ ახალი წელი NBA-ში 11 ქულით და 9 მოხსნით დაიწყო [VIDEO]

სწორედ პარასკევის მატჩის შემდეგ განაცხადა დურანტმა, რომ ახლა ზაზა ფაჩულიას ჯერია და მისგან ელის სამმაგ დუბლს. "დენვერთან" ზაზამ კარგად ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მატჩის შემდეგ დურანტს ხუმრობით ჰკითხეს, სად არის ზაზას სამმაგი დუბლიო.

"ზაზამ ჯერ ორმაგი დუბლი უნ
და შეასრულოს და სამმაგის დრო მერე მოვა. დღეს ის ორმაგთან ძალიან ახლოს იყო", - "უკან დაიხია" დურანტმა, რომელმაც სერიოზულად დაამატა: "ზაზა დღეს დიდებული იყო. მატჩის დასაწყისში ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მისი მოხსნები მეტოქის ფარზე, ბლოკები ძალიან გვეხმარებოდა. ზაზა ძალიან გვჭირდება და იმედია, ასე გააგრძელებს".

მიმომხილველები დადებითად აფასებენ ზაზას თამაშს "დენვერის" წინააღმდეგ და აღნიშნავენ, რომ მან საწყის წუთებში, როცა "გოლდენ სტეიტის" 11 ქულიდან 7 ჩააგდო, მეტოქის ახალგაზრდა ცენტრი ნიკოლა იოკიჩი დაჩაგრა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯონის ვეთანხმები! ზაზამ მეტოქესაც და გრინსაც უნდა მოუხსნას ბურთი! გაგიგიათ ასეთი რამე? ამას გარდა სულ ვწერ, მაგრამ რად გინდა სტივენ კერი (მწვრთნელი) ჩემს ნააზრევს ხომ არ გაითვალისწინებს, ზაზას წესიერად გახურებას, თამშში შესვლას არ აცლის! ვისაც კალათბურთი გითამაშიათ გეცოდინებათ ეს რას ნიშნავს, ვერაფრით ვერ მოახდენს კალათბურთელი თვითრეალიზებას! არ ვიცი ეს ყველაფერი რას ნიშნავს?! ამბობენ კერი დიდი მწვრთნელიაო, მოსინჯოს ძალები შარლოტ ჰორნეტში და მერე ვნახოთ?!
არჩილ ხოფერია
16:00 04-01-2017
0
მიდი ზაზა!!! მთელი საქართველო შენს გვერდით არის. გვიყვარხარ და გვეამაყები!!!

ჩვენი "დიდი კაცი" ხარ!
giorgi
15:09 04-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული