რევანში არ შედგა - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
25 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს მოქმედ ჩემპიონს "კლივლენდს" სტუმრად შეხვდა და ანგარიშით 108:109 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩი "გოლდენ სტეიტისთვის" ერთგვარი რევანშის აღების მცდელობა იყო გასულ სეზონში ფინალურ სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ფინალურ დაპირისპირებაში შარშან ოკლენდელები 3:1-ს იგებდნენ, თუმცა ბოლო სამი მატჩი "კლიველნმა" მოიგო და "გოლდენ სტეიტს" მტკივნეული მარცხი აგემა.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მატჩის ბოლო წამებზე კაირი ირვინგმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა, დარჩენილ 3 წამში კი კევინ დურანტმა თავისი გუნდი ვერ იხსნა - ბოლო ტყორცნამდე წაბორძიკდა და უკვე
დაცემულმა უიმედოდ ისროლა, რომელიც მიზანს აცდა.
იხილეთ ვიდეო: კლივლენდი-გოლდენ სტეიტი 109:108
Sportall.Ge

ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 12.51 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.
იხილეთ ვიდეო: დურანტის შესანიშნავი პასი და ზაზას ჩაგდება
Sportall.Ge

ყველაზე მეტი 36 ქულა კევინ დურანტს დაუგროვდა, რასაც 15 მოხსნა მიამატა. ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ლებრონ ჯეიმსი (31 ქ, 13 მ) და მატჩის გმირი კაირი ირვინგი (26 ქ, 10 პ).
იხილეთ ვიდეო: ლებრონის ბლოკი ზაზაზე
Sportall.Ge

27 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ NBA-ს სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება ორივე კონფერენციის მონაცემებით. მორიგ შეხვედრას კი შინ 29 დეკემბერს ჩვენი დროით დილის 07:30 "ტორონტოსთან" გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ