ზაზა ფაჩულიას თამაში "ნიუ იორკ ნიკსთან" საეჭვოა

AutoSharing Option
15 დეკემბერს "ორაკლ არენაზე" "გოლდენ სტეიტი" "ნიუ იორკ ნიკსს" მასპინძლობს.

ოფიციალურად ზაზა ფაჩულიას სტატუსი ამ მატჩის წინ არის "საეჭვო". სამწვრთნელო შტაბი მაჯაზე MRI გამოკვლევის შედეგებს ელოდება და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზამ ტრავმის გამო ზედიზედ სამი მატჩი გამოტოვა და მწვრთნელმა სტივ კერმა სამივე შემთხვევაში სხვადასხვა ცენტრფორვარდი დააყენა სასტარტო შემადგენლობაში: ანდერსონ ვარეჟაო, კევონ ლუნი და ჯავალ მაკგი. ამათში უკეთ მაკგიმ ითამაშა. ასე რომ, თუ ჩვენებური თამაშს ვერ შეძლებს, მის ადგილს ისევ მაკგი დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ "ნიკსთან" თამაშის წინ "უორიორსის"
ლიდერებს, კლეი ტომპსონს, კევინ დურანტსა და დრეიმონდ გრინს ოლიმპიური ჩემპიონების ბეჭდებს გადასცემენ, რიოს ოლიმპიადის მოგებისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული