პირველად ზაზა ფაჩულიას გარეშე - "გოლდენ სტეიტმა" უშანსოდ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი გამოტოვა. რეგულარული ჩემპიონატის საწყის 23-ივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში მყოფი "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი 24-ე მატჩში მოედანზე ვერ გავიდა, რისი მიზეზიც მარჯვენა მაჯის ტრავმაა.

დღეს, გამთენიისას, მემფისში გამართული მატჩის წინასწარ განაცხადში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო მითითებული, თუმცა მაჯის გასიების გამო მისი მოედანზე გაყვანა ექიმებმა ბოლო წამს გადაიფიქრეს.

2 დღის წინ, "იუტასთან" გამართული მატჩის შემდეგ ფაჩულიას მაჯაზე ყინულები ედო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელი ოთხშაბათს, "კლიპერსთან" შეხვედრაში იტკინა, თუმცა სერიოზული არაფერია.

სერიოზული მართლაც არაფერია და
ზაზა მოედანზე მალე დაბრუნდება. რაც შეეხება მემფისში გამართულ შეხვედრას, რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა "გოლდენ სტეიტმა" მოულოდნელად უშანსოდ - 89:110 წააგო. ფაჩულიას ნაცვლად ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ანდერსონ ვარეჟაომ ითამაშა, რომელმაც 18 წუთში 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ვერ ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წაგების მიუხედავად "გოლდენ სტეიტი" მაინც ლიდერად დარჩა, რადგან მდევარმა "სან ანტონიომ" წინა დღეს წააგო. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 12 დეკემბერს, მინესოტაში "ტიმბერვულვსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ მგონია კერიზე უკეთესად ესმოდეთ თამაში ზაზას მაკრიტიკებლებს, რასაც ავალებენ იმას ასრულებს (არც ალეუპები ევალება და არც ბომბარდირობა, მაგისთვის სხვები ყავს გუნდს) ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სასტარტოს უცვლელი წევრია,ყველაზე მეტი მოგება ააქვთ და საინტერესოა რითი ხართ უკმაყოფილო?
(((((
13:15 12-12-2016
0
აბა რა ნბა საიტზე ბოქ სქორში ბოლს პლუსებს უყურეთ ვისაც დანრჩენი არ გესმით უდიდეს სამუუშაოს ასრულებს გუნდში ჩუმადად
Gigi
22:59 11-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული