ზაზა ფაჩულია: გუნდში ყველა ჩვენგანმა თავისი როლი კარგად იცის

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "იუტა ჯაზთან" 106:99 მოგებულ მატჩში მხოლოს 2 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა ტრავმით ითამაშა.

- ზაზა ფაჩულიასა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

მატჩის შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე ზაზას მარჯვენა ხელის მაჯაზე ყინული ჰქონდა დადებული:

"მაჯა "კლიპერსთან" მოგებულ თამაშში დავიზიანე, მაგრამ ეს არაფერია - თამაშს შევძლებ", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზამ.

რაც შეეხება თამაშს, ქართველმა ცენტრმა განაცხადა: "გუნდში ყველა ჩვენგანმა თავისი როლი კარგად იცის".

კომენტარში ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმაც ახსენა:

"შონ ლივინგსტონი დავასვენე, მას და ანდრე იგუოდალას ხშირად ვაკვირდები, როგორ ფორმაში არიან. შესაძლოა, ანდრე და ზაზა ფაჩულიაც დავასვენო ერთ-ერთ მატჩში, მაგრამ ჯერჯერობით, ორივე ფიზიკურად კარგად გამოიყურება. რაც შეეხება დანარჩენ სტარტერებს, ისინი ფიზიკურად საუცხოოდ გამოიყურებიან".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დროა სტატისტიკაშიც მოუმატო, კარის უფრო მეტი მოხსნა აქვს
მ.მ
18:10 09-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული