ზაზა ფაჩულიასა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
9 დეკემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად "იუტა ჯაზთან" გამართა და ანგარიშით 106:99 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 22:05 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 3 პასი და 4 მოხსნა მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა.

ოკლენდელებს სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ჩააგდო. კევინ დურანტმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 21 ქულა და 11 მოხსნა. ორმაგი დუბლი ასევე მიითვალა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 13 ქულას 10
მოხსნა მიამატა.

კლეი ტომპსონი კი ამ ჯერზე 10 ქულას დასჯერდა.

"იუტადან" რუდი გობერი გამოირჩა, რომელმაც ყველაზე მეტი, 17 მოხსნა მიითვალა, რასაც 20 ქულაც დაუმატა.
იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 99:106
Sportall.Ge

20 მოგებითა და 3 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციასა და მთელ NBA-ში უპირობო ლიდერია.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 11 დეკემბერს, გამთენიისას, სტუმრად "მემფისთან" გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ