ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 5 მოხსნა და დამაჯერებელი მოგება "კლიპერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და ანგარიშით 115:98 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21.40 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და ერთი ბლოკი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

ფაჩულიას მთავარი მეტოქე დეანდრე ჯორდანი იყო, რომელმაც მოედანზე 31:45 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, რასაც 2 ბლოკი მიამატა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიამ ბლეიკ გრიფინს დაუფარა
Sportall.Ge

შეხვედრაში ყველაზე
მეტი, 24 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, რომელმაც გასულ შეხვედრაში კარიერის რეკორდი დაამყარა - 60 ქულა მატჩში. "გოლდენ სტეიტიდან" მეორე მაჩვენებელი ქულებში დრეიმონდ გრინს ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო.

სტეფ კარიმ 19 ქულა მიითვალა, ხოლო კევინ დურანტი 16 ქულას დასჯერდა, რასაც სტუმრებში ყველაზე მეტი, 8 მოხსნა მიამატა.
იხილეთ ვიდეო: კლიპერსი-გოლდენ სტეიტი 98:115
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 19 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა. ოკლენდური კლუბი დასავლეთ კონფერენციაში, ისევე, როგორც მთლიანად NBA-ში, პირველ ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 დეკემბერს, ჩვენი დროით დილის 06:00 საათზე სტუმრად "იუტა ჯაზთან" გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ