თორნიკე შენგელია "ბეტისთან" შეხვედრის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით, "ბასკონიამ" სტუმრად "რეალ ბეტისი" დაამარცხა.

შენგელიმ 18 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა, თუმცა ეს დრო მატჩის MVP-ის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გასულმა მატჩის სადავეები ხელთ იპყრო და შეტევაზე ორიენტირებულმა 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 2 საჯარიმო მოაყოლა და 1 სამიანი ააცილა.

საბოლოოდ შენგელიას ანგარიშზე 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი
და 1 დაფარება დაგროვდა.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის ინდექსმა 20 ერთეული შეადგინა და ის ამ კომპონენტში მოედანზე საუკეთესო იყო.

ვიტორიელებმა მეტოქეს იოლად აჯობეს. პირველი ტაიმის შემდეგ "ბასკონია" 47:25 იგებდა და დარჩენილ დროში გუნდის ლიდერები აღარ დატვირთულან. სათამაშო დრო ვიტორიელ კალათბურთელებზე თითქმის თანაბრად გადანაწილდა და "ბასკონიაც" იოლად მივიდა გამარჯვებამდე - 94:60. შენგელიას კვალზე 12 ქულა ჰქონდა კიმ ტილის, ხოლო ჩეის ბადინჯერმა, იონეს ვოიგტმანმა და ანდრეა ბარნანიმ 9-9 ქულა დააგროვეს.

"ბასკონიას" 7 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და სანამ ტურის სხვა მატჩები დასრულდებოდეს, ცხრილში მე-5 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული