gospelherald.com-ის სცენარი: ბოგუტი "გოლდენ სტეიტს", ხოლო ფაჩულია "დალასს" უბრუნდება

AutoSharing Option
gospelherald.com-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტს" ენდრიუ ბოგუტის გუნდში დაბრუნება სურს.

"ენდრიუ ბოგუტი არ ჩანდა ბედნიერი, როცა ის "დალასში" გაუშვეს, მაგრამ, როგორც კი "გოლდენ სტეიტში" გააანალიზეს, რომ ისეთი სუპერგუნდი არ არიან, როგორიც ეგონათ, ისინიც დაინტერესდნენ ბოგუტის დაბრუნებით", - წერს საიტი.

ენდრიუ ბოგუტი 4 წელი ემსახურა "გოლდენ სტეიტს" და ბოლო 2 სეზონში NBA-ს ფინალში გასვლაში დაეხმარა, მაგრამ სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გაძლიერება ჩაიფიქრა, თვალი კევინ დურანტს დაადგა და მის ასაყვანად სწორედ ბოგუტი გაიწირა.

"ახლა ბოგუტის ხელში ჩასაგდებად "უორიორსმა" კიდევ ერთი ტრეიდი უნდა
განახორციელოს, სანაცვლოდ კი "დალასს" სასტარტო ცენტრი ზაზა ფაჩულია და მომავალი დრაფტის კალათბურთელი შესთავაზოს", - წერს საიტი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ზაზა ფაჩულიას შესაძლო გაცვლაზე იწერება ამერიკულ მედიაში, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ NBA-ს წესების მიხედვით, ზაზას 15 დეკემბრამდე ვერსად გაცვლიან, რადგან ის გუნდში ახალი მისულია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ადგილობრივმა მერიამ დაუმტკიცათ დამატებითი ბიუჯეტი:)))))))))
jizia
11:23 15-11-2016
0
დაანებეთ ამ სულელური და ბოღმა სტატიების გადმოწერას თავი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული