ფაჩულია VS ბოგუტი - დილით ზაზა ყოფილ გუნდს ეთამაშება

AutoSharing Option
ხვალ დილით (საქართველოს დროით, 07:30) "გოლდენ სტეიტი" "დალას მავერიკსს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია ზაზა ფაჩულიასთვის, რომელიც გასულ სეზონში "დალასის" კალათბურთელი იყო.

ზაზა ამ შეხვედრაშიც სასტარტოში იქნება და მას საინტერესო დუელი ელის ენდრიუ ბოგუტის წინააღმდეგ.

ზაზას ხშირად ადარებენ ავსტრალიელ ცენტრს და ექსპერტები ხშირად კრიტიკისას წერენ, რომ ბოგუტი უკეთესი დამცველი იყო, ვიდრე ზაზა. თავის მხრივ, ბოგუტსაც დასამტკიცებელი აქვს, რომ "გოლდენ სტეიტიდან" მისი გაშვება შეცდომა იყო.

ამჯერად, ეს ორი კალათბურთელი ზაზას თანაგუნდელმა დრეიმონდ გრინმა შეადარა:

"როცა შენ უკან ბოგუტია, არაფერზე ნერვიულობ, ის
დაიცავს ფარს. ზაზა სხვანაირი ცენტრია, შეიძლება ის ასეთი მცველი ვერ არის, მაგრამ მუდამ სწორად არჩევს პოზიციას. ამ ყველაფერს კი დრო ესაჭიროება, რომ გუნდმა გამართულად ითამაშოს", - აცხადებს გრინი.

sfexaminer.com წერს, რომ თუ ფაჩულიას წინა მატჩის დარი ჩავარდნა ექნება (11 წუთი "პელიკანსთან") ბოგუტთან დაპირისპირებაშიც, მომავალში უფრო მეტი შანსი მიეცემა კევონ ლუნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული