მაიკლ დიქსონის 14 ქულა და გამარჯვება "შარლერუასთან"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებლის მორიგი წარმატებული მატჩი და გამარჯვება ბერძნულ აეკ-ში.

ათენურმა გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მორიგი გამარჯვება სტუმრად, ბელგიაში მოიპოვა.

აეკ-ი "შარლერუას" ესტუმრა და "პროქსიმუს სპიროუ" 80:58 გაანადგურა. დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მოედანზე გატარებულ 27:07 წუთში კი 14 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დიქსონის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მეტოქეზე 25 ქულით მეტი ჩააგდ
ეს და ეს საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. შედეგიანობის მხრივ, მაიკლზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ხორვატ ლეგიონერ როკო-ლენი უკიჩს ჰქონდა – 18 ქულა.

აეკ-ი 2 მოგებით E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს, შინ, სტამბოლის "ბეშიქთაშთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული