ზაზა ფაჩულია: თუ გუნდს დასჭირდება, ცოტა აგრესიულიც უნდა იყო

AutoSharing Option
ამაღამ ზაზა ფაჩულია NBA-ს კარიერაში მე-14 სეზონს იწყებს. ის "გოლდენ სტეიტის" მაისურით პირველ ოფიციალურ მატჩს ითამაშებს "სან ანტონიოს" წინააღმდეგ.

"სან ფრანსისკო ქრონიკლი" (sfchronicle.com) წერს, რომ ფაჩულიას სახით "მეომრებმა" ნამდვილი მებრძოლი შეიძინეს. თამაშის დროს ზაზა ისეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ არ მორიდებია დაპირისპირებას, როგორებიც ლებრონ ჯეიმსი, კევინ გარნეტი, ნიკოლა მიროტიჩი, ჯეისონ რიჩარდსონი, დუაიტ ჰოვარდი და ახლა უკვე მისი თანაგუნდელი დევიდ ვესტია.

"პირადად მოედანზე ჩხუბის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხანდახან, როცა საჭიროა შენს გუნდს დაეხმარო, ცოტა უფრო აგრესიული უნდა იყო", - ამბობს ზაზა ფაჩულია.

"ასეთივე
შემართების დრეიმონდ გრინთან შეწყვილებული ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" ბრძოლისუნარიან გუნდად აქცევს. ფაჩულია გუნდში ენდრიუ ბოგუტის როლს შეასრულებს და ეს "გოლდენ სტეიტს" გაცილებით იაფი დაუჯდება - სეზონში 2,9 მილიონი დოლარი. ბოგუტი "დალასში" 11 მილიონს მიიღებს", - წერს გაზეთი.

"ბევრი მიზეზია, რის გამოც ფანებს უნდა უხაროდეთ, რომ ფაჩულია მათ გუნდშია. "უორიორსის" ფანები ხშირად ნახავენ, როგორ იბრძვის ბოლომდე ზაზა და მას აუცილებლად შეიყვარებენ", - ვკითხულობთ სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა მომწონს. ზაზა ვათენებ რომ ვუყურო პირადად შენთვის და საქართველოს საკალათბურთო ისტორიისთვის ერთერთ განსაკუთრებულ და რაღათქმაუნდა დასამახსოვრებელ თამაშს, თამაშს ანუ NBA-ის 2016/2017 წლის სტარტს რომელშიც მსოფლიოს ერთი საუკეთესო და თითქმის ნახევრად გუნდი მონაწილეობს....მიდი ზაზა! მიდი დაანახე მსოფლიოს ქართული სული...
Ilush
05:26 26-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული