ევროლიგა: თორნიკე შენგელიას 13 ქულა "ბასკონიას" კაუნასში მოსაგებად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა სტუმრად კაუნასში, ადგილობრივ "ჟალგირისთან" გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 73:78 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანურმა გუნდმა პირველი ტაიმი თავისი სასარგებლოდ 40:34 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.

ქართველი ფორვარდი სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 21:20 წთ-ში მის ანგარიშზე 13 ქულა, 3-3 მოხსნა-დაფარება და 2 პასია. თორნიკემ 1-იდან 1 სამქულიანი, 7-იდან 3 ორქულიანი და 5-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო.

"ლაბორალ კუჩა ბასკონია", რომელსაც ევროლიგაში თითო მოგება-წაგება
აქვს, მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, სტუმრად მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული