- ზაზა ფაჩულია: ჩემი მიზანია, NBA-ს ამ სეზონში ერთი სამქულიანი მაინც ჩავაგდო
მართლაც, ზაზას 13-წლიან NBA-ს კარიერაში ჯერ ერთხელაც არ აქვს სამქულიანი ჩაგდებული. მეტიც, "მარკას" ცნობით, ის ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უარესი შემსრულებელია სამქულიანების.
ფაჩულიამ 24-ჯერ სცადა სამქულიანის ჩაგდება, თუმცა ეს ვერც ერთხელ მოახერხა. არადა, მან 891 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სამქულიანები ლიგაში 1984 წლიდან შემოიღეს. მას მერე, ზაზაზე ცუდი მაჩვენებელი ისტორიაში მხოლოდ მაიკლ
ქეიჯმა 1 140 მატჩში 25-ჯერ სცადა სამქულიანის ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ.
"მარკა" წერს, რომ ფაჩულიას სამქულიანის დასახვეწად გუნდში დიდებული თანაგუნდელები ჰყავს სტეფ კარი და კლეი ტომპსონი.