ბავშვები ხომ არ ვართ - "ძველი მტრები" ფაჩულია და ვესტი ერთ გუნდში ითამაშებენ [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ სეზონში "დალასისა" და "სან ანტონიოს" მატჩის რამდენიმე ეპიზოდში ზაზა ფაჩულია მეტოქე დევიდ ვესტს დაუპირისპირდა. მაშინ ჩვენებურმა ტექნიკური ჯარიმაც მიიღო.

- ზაზა ფაჩულიას და დევიდ ვესტის დაპირისპირება [VIDEO]

სწორედ ეს შეახსენეს ჟურნალისტებმა ქართველ კალათბურთელს. მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან ორივე კალათბურთელი "გოლდენ სტეიტის" ღირსებას დაიცავს.

"ბავშვები ხომ არ ვართ. ახლა ჩვენ უკვე თანაგუნდელები ვართ. ჩვენ ახლა "გოლდენ სტეიტის" ღირსებას ვიცავთ და პროფესიონალები ვართ. ამიერიდან ერთმანეთის იმედზე ვართ. ორი tough guy ერთ გუნდში", - განაცხადა ფაჩულიამ.

აი, რა თქვა ამ ინციდენტზე მწვრთნელმა და
ანალიტიკოსმა ჯეფ ვან განდიმ: "ამ პატარა შეხლა-შემოხლაში არაფერია ყალბი. ორივე ნამდვილი tough guy-ა".

ახალ სეზონში ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ცენტრი იქნება, დევიდ ვესტი დრეიმონდ გრინს და ხანდახან ფაჩულიას შეცვლის ხოლმე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუპერლიგაზე დაწერეთ რამე. როდის იწყება, კალენდარი დადეთ, შემადგენლობები. სპორტალ.ჯეა თუ გოლდენსტეიტ.ჯე რამე ნორმალური და საინტერესო ახალი დადეთ
Emba
20:16 30-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული