დებიუტიც ასეთი უნდა! - ვიქტორ სანიკიძის 11 პასი "არისის" რიგებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბერძნული "არისის" ახალწვეულმა ვიქტორ სანიკიძემ პირველივე საგამოფენო მატჩში გამოიჩინა თავი. "არისმა" რუმინულ "სტიაუას" 91:76 მოუგო. სანიკიძის ანგარიშზე 6-6 ქულა და მოხსნა, ასევე, 3 ჩაჭრაა, მაგრამ, რაც მთავარია, ქართველმა ფორვარდმა, კარგ გამთამაშებელს რომ შეშურდება, ისე ითამაშა - 11 შედეგიანი პასი მიითვალა.

***
ესპანურმა "ბასკონიამ" ტროფეო დიპუტასიონი მოიგო, თორნიკე შენგელიას გუნდმა "გუაროს დე ლარა" 96:81 დაამარცხა. შენგელიამ სასტარტოში ითამაშა და გუნდს 9 ქულა მოუტანა.

***
მაიკლ დიქსონმა აეკ-ს 34 ქულა მოუტანა "გალათასარაისთან" წინასასეზონო მატჩში, რომელიც სწორედ ჩვენებურის გადამწყვეტი სროლის წყალობით ბერძნულმა კლუბმა
96:95 მოიგო. დიქსონის ანგარიშზე 6 სამქულიანია!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული