theinscribermag.com: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" ყველაზე მეტად ფინალში დასჭირდება

AutoSharing Option
theinscribermag.com-მა სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "ზაზა ფაჩულიას მთავარი როლი "გოლდენ სტეიტში" მომავალი ფინალისთვის ექნება", რომელსაც აქ გთავაზობთ.

"ამ ზაფხულს "გოლდენ სტეიტში" ბევრი შეიცვალა, გუნდში მოვიდნენ კევინ დურანტი, დევიდ ვესტი და ზაზა ფაჩულია. ზაზა გუნდის სასტარტო ცენტრი იქნება.

რა შეიცვალა "უორიორსში" ცენტრის პოზიციაზე? ეს წინსვლაა თუ უკუსვლა? ბოგუტს არავინ სთხოვდა გუნდში ბევრი ქულის ჩაგდებას, თუმცა ადრეულ კარიერაში ეს ცენტრი საშუალოდ 14 ქულასა და 10 მოხსნას აკეთებდა. "უორიორსში" მისი ქულები და მოხსნები 7-7-მდე დაეცა, თუმცა ის იყო ფარის ნამდვილი დამცველი. როცა წინ კარი,
ტომსონი და გრინი დაქროდნენ, ბოგუტის ქულები არავის სჭირდებოდა, ამიტომაც ის საშუალოდ 23 წუთზე მეტს არც თამაშობდა.

ფაჩულია ახალ სეზონში უნიკალურ სიტუაციაში იქნება. საინტერესოა, მოსთხოვენ თუ არა მას ბოგუტის საკეთებელის შესრულებას და შეძლებს კი ამას ქართველი? ფაჩულია საშუალოდ 9-ჯერ ხსნიდა ფარიდან ბურთს, მაგრამ ის მაინც არ არის მთლად დაცვითი ყაიდის კალათბურთელი.

გუნდის შეტევითი პოტენციალი დიდად გაიზარდა დურანტის დამატებით. ასე რომ, ზაზას დაცვითი როლის მორგება მოუწევს. "გოლდენ სტეიტი" შემტევი გუნდია და ის დურანტის გარეშეც თამაშში 32 სამქულიანს ისროდა. აცილებული სამქულიანი კი მეტოქის სწრაფი კონტრშეტევის წინაპირობაა.

ამის გამო მათ "ოკლაჰომასთან" კონფერენციის ფინალშიც გაუჭირდათ და ასოციაციის ფინალი "კლივლენდთან" სულაც დათმეს. იქნებ ზაზასთან ერთად გუნდმა ეს პრობლემა გადაწყვიტოს და ქართველმა აცილებული სამქულიანების დაბრუნებაზე იმუშაოს.

ხალხი სამართლიანად მიიჩნევს დურანტის დამატებას მთავარ შენაძენად, როცა დურანტი, კარი, ტომპსონი და გრინი გყავს, ჩათვალე რომ ფინალში ხარ, მაგრამ როცა თავდაცვის დრო მოვა, ფაჩულიამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. თუ ზაზა თავს გაართმევს დავალებას, დინამიკური ოთხეული თავის საქმეს დიდებულად შეასრულებს, თუ ვერა და გავიხსენებთ, რამდენად საჭირო ყოფილა ბოგუტი".
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზა აუცილებლად გამოიჩენს თავს გოლდენ სტეიტში, ამაში დარწმუნებული ვარ. ზაზა მთელი კარიერით, ჟინით, ჯიგრით და კაცობით ის არის რაც მალე გულზე ეწერება - "მებრძოლი"...

მიდი ზაზა მიაწექი, მთელი საქართველო შენს გვერდითაა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს შენი გაჩემპიონების
ქუთათური
15:39 30-08-2016
0
ზაზაზე ვინვ დადებითს ამბობს სრულად ვეთანხმები, ზაზა ლიდერია, რომელი გვყავს ზაზაზე უკეთესი? რომელმა ქართველმა გაძლო ამდენ ხანს ნბა-ში?, ქართველებს მისი იმედი გვაქვს, ვუსურვებ ნბა-ს ჩემპიონობას, რითაც ყველა გავიხარებთ...
ჯონი
13:07 30-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული