"გოლდენ სტეიტმა" შესაძლოა, ზაზა ფაჩულიას სერიოზული კონკურენტი დაიმატოს

AutoSharing Option
digitaljournal.com და სხვა ამერიკული საიტები ავრცელებენ ცნობას, რომლის მიხედვითაც, "გოლდენ სტეიტი" ცენტრის პოზიციის გაძლიერებას აპირებს.

ექსპერტთა საერთო შეფასებით, ასოციაციის ფინალისტს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ცენტრის პოზიცია ყველაზე სუსტია. ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობა "მილუოკის" ცენტრფორვარდის, გრეგ მონროს დამატებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "გოლდენ სტეიტს" სამი ცენტრი ჰყავდა: ენდრიუ ბოგუტი, ანდერსონ ვარეჟაო და ფესტუს ეზელი. ვარეჟაო დარჩა და ის ახალწვეულ ზაზა ფაჩულიას შემცვლელად მოიაზრება, ბოგუტი და ეზელი კი გუნდიდან წავიდნენ.

გამოცემის მტკიცებით, მონრო ყველა საკითხში ფაჩულიაზე უკეთესი ცენტრია, ის "მილუოკიში" სეზონში საშუალოდ 15
ქულასა და 9 მოხსნას აკეთებდა. სხვათა შორის, ზაზა "მილუოკიში" სწორედ მონრომ შეცვალა.

ამ ტრანსფერისთვის "გოლდენ სტეიტი" შონ ლივინგსტონისა და ანდრე იგუოდალას დათმობას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ