დიდი ალბათობით, მარკოიშვილი ნაკრებს საკვალიფიკაციო მატჩებში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
eurohoops.net-ის ბერძნული ვერსიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში, რომლებიც 31 აგვისტოდან იწყება. ამის მიზეზი ქრონიკული მუხლის ტკივილია.

ამან შეიძლება მის სავარაუდო ტრანსფერზეც იმოქმედოს ბერძნულ "პანათინაიკოსში":

"თუ მარკოიშვილი მართლა გამოტოვებს საკვალიფიკაციო მატჩებს, ალბათ, აზრი მიეცემა მისი სამედიცინო ისტორიის კარგ შესწავლას და მორიგი ტესტების ჩატარებას, სანამ მასთან კონტრაქტი გაფორმდება.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მარკოიშვილი განზრახ ამბობს უარს საკვალიფიკაციო მატჩებზე, რომ სეზონის დაწყებამდე არ გაირთულოს მუხლი და იმედი გვაქვს, რომ მისი ტრავმა არც ისე რთულია", -
ვკითხულობთ საიტზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული